„მინდა, ზუსტად ისე გაიგოთ, როგორც გეტყვით: თქვენ ხართ ტვინმიფუჩეჩებული, წარმოუდგენელი, ტკივილამდე ყ..ები“

Image

თინა მახარაძის ვიდეობლოგს, რომელშიც მან ბიბლიაში შესწორებების შეტანა გადაწყვიტა, საზოგადოებაში  ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა.

 

 

მსახიობმა სოციალურ ქსელში „გამოხმაურების გამოხმაურება“ გამოაქვეყნა.

 

„მე რომ ბოლომდე შემენარჩუნებინა ოპტიმიზმი და იმედი, რომ ჩემი საქციელი იმდენად ნათელია, და აშკარა ერთმნიშვნელოვნად, გამომსახველობა და ენა იმდენად ტრივიალურად და ბანალურად მარტივი, რომ არანაირ ახსნას არ საჭიროებს და ეს ყველაფერი ყველასთვის აბსოლუტურად გასაგებია.

 

მოცემულ მომენტში აბსოლუტურად სხვა სასაუბრო ენას გამოვიყენებდი, მაგრამ მივხვდი, რომ ზედმეტად გულუბრყვილო დამოკიდებულება მაქვს ჩემი ნაუბარის და ზედმეტად გაზვიადებული წარმოდგენა ერის შესაძლებლობების მიმართ, ამიტომ ვეცდები რაც შეიძლება მოკლედ და მარტივად ავხსნა რა ხდებოდა ამ ყბადაღებულ ვიდეოში.

 

1 - ბიბლია უკუღმა არ მიჭირავს. მაქვს მაქბუქი, რომელსაც აქვს სარკისებრი ეფექტი;

 

2 - ვიცი, რომ ბიბლიიდან ფრაზაში „არა კაც კლა" იგულისხმება ზოგადად კაცობრიობის ნაშიერი, მებისმიერი ძეხორციელი, ადამიანი განურჩევნად სქესისა და ა.შ., თუმცა, სამწუხაროდ, თქვენ არ იცით ტერმინებისა და, გნებავთ, ჩემს შემთხვევაში, დაბალ მხატვრული ხერხების მნიშვნელობა, როგორიც არის, სიტყვაზე, ალეგორია, ჰიპერბოლა, რაღაცის უტრირება და ა.შ.

 

არ იცით ისიც, რომ ამ ვიდეოში მე არა თუ დავცინე, არამედ, მართალია არ ჩანს ცრემლები, მაგრამ დავტირი ჩვენს თავს, ვისაც ჩვენი აბსოლუტურად გაუგებარი სუბიექტური დამოკიდებულებების მიხედვით ან გვეცოდება მსხვერპლი, ან არ გვეცოდება; ვგმობთ ძალადობას, ან არ ვგმობთ... ვამართლებთ მოძალადეს და ვამტყუვნებთ მსხვერპლს...

 

კიდევ ერთხელ მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ მე არავის შეურაცხყოფა, მითუმეტეს ღმერთის, მიზნად არ მქონია. მე, ამგვარი ხერხით მოვახდინე ერთგვარი პროექცია იმ დამოკიდებულებისა, რა დამოკიდებულებაც გვაქვს საქართველოში ძალადობის მიმართ.

 

და, თქვენი ტერმინი  რომ ვიხმარო, ეს იყო იმ გაპრავების ციტირება, როგორც ლაპარაკობენ საქართველოში აგრესიასა და ძალადობაზე. ძალიან, გულწრფელად ვწუხვარ, რომ ასე შემოაბრუნეთ ჩემი ნათქვამი და არასწორად გაიგეთ და ახლა რაც მინდა, ზუსტად ისე გაიგოთ, როგორც გეტყვით: თქვენ ხართ ტვინმიფუჩეჩებული, წარმოუდგენელი, ტკივილამდე ყ..ები", - ამბობს მსახიობი. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !