-
2014-11-15 10:07
თბილისში 15 ნოემბერს, 16:00 საათზე დაგეგმილ აქციაში მონაწილეობის მისაღებად უკვე დაიძრნენ კოლონები საქართველოს რეგიონებიდან. ამასთან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში, მდინარე ენგურის ხიდთან უკვე გვიან ღამით გაიმართა აქციის სასტარტო ნაწილი.
საპარლამენტო უმცირესობის წევრმა მარიამ საჯაიამ და აქტივისტებმა რუსეთის ანექსიის გაპროტესტება ენგურის ხიდიდან დაიწყეს.
დილის 8:00 საათიდან თბილისის მიმართულებით დაიძრნენ კოლონები ზუგდიდიდან, სენაკიდან, წალენჯიხიდან, ფოთიდან, ბათუმიდან, ოზურგეთიდან. "აფხაზეთის ხმა" გთავაზობთ ფოტო და ვიდეომასალას, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები სოციალურ ქსელებში ავრცელებენ.