კახა ლომაია: "ნახვამდის, სეხნია..."

Image

კახა ლომაია კახა ბენდუქიძესთან ურთიერთობის ეპიზოდებს იხსენებს და მის გარდაცვალებას "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეხმიანება.

 

„სეხნიას“ ვეძახდი. 1989 წლის გაზაფზხულზე გავიცანი. მოსკოვის ქართული სათვისტომოს შეკრებაზე, ჯერ გივი გუმბარიძეს აგინა, ნაძირალა კომუნისტებო, ეს რა ჩაიდინეთო. მერე ეროვნულ მოძრაობას გადმოწვდა - მომავალი საქართველოს ეკონომიკაზე არ ფიქრობთო. მაშინ, ლაბორატორიის გამგე და ბილოგიის ამომავალი ვარსკვლავი იყო.

 

ხელახლა 2004 წელს შევხვდით, როდესაც მიშას წინადადებას დათანხმდა და ეკონომიკური რეფორმების მინისტრად დაინიშნა. იმ რეფორმებისა, რომლებსაც ახლა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სწავლობენ. ის იბრძოლა იმისთვის, რაც ადამიანის პოტენციალს ათავისუფლებს და იმის წინააღმდეგ, რაც მას ზღუდავს.

 

თუ ვინმეს ფულის თხოვნა, ზრდილობიანი მიკიბ-მოკიბულების გაგება, ყალბი სადღეგრძელოების მოსმენა ან მორიგი „აი-ეს-კანონი-გადაარჩენს-ქვეყანას“ მხარდაჭერა უნდოდა, მასთან არა, სადმე უფრო შორს უნდა წასულიყო. ან, თვითონ გააგზავნიდა. თუ იმის გაგება გინდოდა, რა მიმართებაში იყვნენ ერთმანეთთან გარდამავალი ტიპის ეკონომიკა და პროფესიული განათლება, ან საქართველოზე რა ზეგავლენის მოხდენა შეეძლო ფიქლის გაზის რევოლუციას, მაშინ, კახასთვის უნდა გეკითხა.

 

საუკუნეებით და კონტინენტებით აზროვნებდა. ასეთებს აღორძინების ეპოქის ადამიანებს ეძახიან. იშვიათია ისეთი ფუნდამენტური ფაქტი თუ მნიშვნელოვანი სიახლე საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ეკონომიკაში თუ პოლიტიკაში, რომლისთვისაც მას ყურადღება არ მიექცია, და რომელზეც მას კომპეტენტური აზრი არ ჰქონოდა. მაგრამ, ეს მისი უნიკალურობის მხოლოდ ნაწილი იყო. მას ყველა ამ მოვლენის დაკავშირება და ისტორიულ პერსპექტივაში დანახვა შეეძლო.

 

ნამდვილი მსოფლიო მოქალაქე იყო, თავისი ინტერესებისა და კომპეტენციის მასშტაბებით. ამავე დროს, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პატრიოტი, რომელიც კი ოდესმე მინახავს. მისი მსოფლიო მოქალაქეობა მისი სამშობლოს ეთნოგრაფიის, ისტორიის, კულინარიის, ბუნებრივი და არქიტექტურული ძეგლების ცოდნით იწყებოდა. ის პატრიტოიზმის და კოსმოპოლიტიზმის ვაჟასეული ფორმულის განსახიერება იყო.

 

ზოგიერთ მდიდარს რომ უსმენ, გაოცებული რჩები, ამან როგორ შეძლო გამდიდრებაო. კახას რომ უსმენდი, ფიქრობდი, ეს როგორ შეიძლებოდა წარმატებული არ ყოფილიყო.

 

კახამ ძეგლი სიცოცხლეშივე დაიდგა. ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლი, რომელიც მოკვდავმა შეიძლება შთამომავლობას დაუტოვოს. მსგავსი იმისა, რაც ჯონ ჰარვარდმა, ეზრა კორნელმა, ჯეიმს დიუკმა და ნიკოლას ბრაუნმა დატოვეს. იმ ორ ქვეყანას, სადაც იცხოვრა და იმოღვაწა, კახამ სამი საუკეთესო უნივერსიტეტი დაუტოვა - ეკონომიკის უმაღლესი სკოლა რუსეთში, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები საქართველოში.

 

კახას ყოლა საქართველოსთვის ფუფუნება იყო. გადახედეთ ჩვენნაირ ქვეყნებს, თუნდაც სამეზობლოში და დაინახავთ, რომ ასეთი საერთაშორისო მნიშვნელობის პიროვნება ძალიან ცოტას თუ ყავს. ვერ შევიშნეთ.

 

რამდენიმე დღეში უნდა ჩამოსულიყო, ჩვენთან სახლში უნდა გვევახშმა. ალბათ, როგორც ყოველთვის, მოვიდოდა „ტოპსაიდერებით“ შიშველ ფეხებზე, მუქი იასამნისფერი „თავისუფალი უნივერსიტეტი“ - „აგრუნი“ წარწერიანი მაისურით და ტყავის ქურთუკით და თავისი ჟღალი ულვაშების ცმაცუნით გვკითხავდა: "როგორ ხართ, რას შვრებით?".

 

ეს შეხვედრა არ შედგა, მაგრამ, არ გაუქმებულა. მხოლოდ გადაიდო.

 

ნახვამდის, სეხნია..."

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !