
ეკონომიკის ყოფილი მინისტრის კახა ბენდუქიძის საქართველოში ჩამოსვენება მას შემდეგ იგეგმება, რაც მის ცხედარს, ბრიტანეთში, ექსპერტიზა ჩაუტარდება.
როგორც აგრარული უნივერსიტეტის რექტორი ლაშა გოცირიძე news.ge-სთან საუბრისას აცხადებს, ბენდუქიძეს თბილისში, კუკიის სასაფლაოზე, დედის საფლავის გვერდით დაკრძლავენ.
"აუცილებლად ჩამოასვენებენ თბილისში და ოჯახის წევრების გადაწყვეტილებაა ასეთი, რომ დაიკრძალოს დედის საფლავის გვერდით, კუკიის სასაფალაოზე. რაც შეეხება ჩამოსვენების თარიღს, ეს ჯერ ცნობილი არ არის, იმიტომ რომ ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს და არ ვიცით ბრიტანული პროცედურები რამდენ დღეს, რამდენ დროს დაიკავებს, ეს ჯერ არ ვიცით",-განაცხადა გოცირიძემ.