საქართველოში დაკარგული ყაზახი ტურისტის სერგეი ტროფიმოვის ახლობლებს უცნობი პირები დაუკავშირდნენ და გამოსასყიდის სახით მათგან 50 ათასი რუსული რუბლის გადახდა მოითხოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას დაკარგული ტურისტის მეგობრები ავრცელებენ.
თბილისში, ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალში მდებარე საცხოვრებელ კორპუსებთან, ერთერთ ავტოფარეხში გაჩენილი ხანძარი გვერდით მდებარე ნაგებობებს გადაედო. ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია სახანძრო და სამედიცინო ბრიგადები.
ამერიკელი, 30 წლის ტრევის სტივენსი გადაულახავი ბარიერი აღმოჩნდა ქართველი 81 კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტ ავთანდილ ჭრიკიშვილისთვის - მან ამერიკელ სპორტსმენთან ორთაბრძოლა დათმო.
საქართველოს ნაკრების წარმომადგენლები სპორტის სხვადასხვა სახეობაში რიოში მიმდინარე ოლიმპიადაზე გამოსვლას აგრძელებენ. რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ნინო სალუქვაძე შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდა.
ხობში პაატა ბურჭულაძის პარტია "სახელმწიფო ხალხისთვის" ათეულობით ადამიანმა, მათ შორის, ერთერთმა დამფუძნებელმა კახა ბუკიამ დატოვა. ინფორმაციას "თაიმერი" ავრცელებს.
საქართველოს თავდაცვისა და განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის კულისების შესახებ წერს და იხსენებს იმ საერთაშორისო მხარდაჭერას, რომელმაც მაშინ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა გადაარჩინა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიით პარლამენტის წევრობის კანდიდატი, სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი თენგიზ გუნავა მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვას ეხმიანება და წერს, რომ სააკაშვილის პოტენციალის გამოყენება მეტად მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე საქართველოს რეგიონებისადმი მიმართვებს სამეგრელოდან იწყებს: "მიმართვა მეგრელებს", ასე ჰქვია ვიდეოს, სადაც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ჭაობიდან ამოყვანის საქმეში სამეგრელო ლოკომოტივი უნდა გახდეს.
"არ ვიცი რა მოხდა, ჩემი ბრალია. ბოლოს არასწორად ვმოქმედებდი, ალბათ, თავი უნდა დამეცვა. გამოვიკვლევთ, რა გახდა დამარცხების მიზეზი და გამოვასწორებთ", - ეს კომენტარი რიოს ოლიმპიადაზე ქართველი ძიუოდოისტის ლაშა შავდათუაშვილის მიერ დამარცხებულმა რუსმა სპორტსმენმა დენის იარცევმა გააკეთა.
რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორმა, ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა რეპეშაჟში რუსი მეტოქის - დიმიტრი იარცევის დამარცხების შემდეგ პირველი კომენტარი "მაისპორტ.ჯი"-სთან გააკეთა.