რადიო „აფხაზეთის ხმა“ ახალ სეზონს განახლებული ეთერით ხვდება

Image

12 სექტემბერს რადიო „აფხაზეთის ხმამ“ ახალი სეზონი განახლებული ეთერითა და პროგრამებით, ახალი და ძველი, რადიოს სახედ მიჩნეული სახეების ურთიერთშეთავსებით დაიწყო. მსმენელს ელოდება განახლებული ეთერი და გადაცემები, მათ შორის, გამოსასვლელ დღეებშიც.

 

მაგალითად, კვირას, 20:00 საათზე ეთერშია Live შოუ, შაბათს კი დილის ეთერში 11-დან 14:00 საათამდე თამუნა მუსერიძისა და ნიკა ხაჩიძის დუეტი. დუეტი ეთერშია კვირა დილითაც - შაბათის მსგავსად, სამი საათის განმავლობაში სტუდიაში თქვენს განწყობაზე გიორგი ნაზღაიძე და გიორგი გაგლოევი იზრუნებენ. 

 

პარასკევს, 18:00 საათზე ეთერში გავა „აფხაზეთის ხმის“ ჩარტი და მას გელა გნოლიძე წარმოგიდგენთ. როგორც ყოველთვის, გათვალისწინებულია რუსულენოვანი მსმენელიც - რუსული ეთერი „აფხაზეთის ხმაზე“ კვლავაც შენარჩუნდება და მას თეა წურწუმია გაუძღვება.

 

ჰოლდინგ „აფხაზეთის ხმის“ აღმასრულებელი პროდიუსერის მიხეილ დიასამიძის განცხადებით, განახლებულ ეთერში, სხვადასხვა გადაცემაში მსმენელს ელოდება მის გემოვნებაზე გათვლილი მუსიკალური ბადე, ცნობილი სახეები და მუსიკალური ბენდები:

 

„ზემოთჩამოთვლილი გადაცემების გარდა, ეთერში გავა ქალბატონებზე გათვლილი ნინო ჩხეიძის საავტორო გადაცემა, ასევე სამედიცინო გადაცემა. აღსანიშნავია, რომ „აფხაზეთის ხმაზე“ აღდგება სპორტის ბლოკი, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო, კარგა ხნის განმავლობაში შეჩერებული იყო.

 

ეს ყველაფერი არ არის: ჩვენი გუნდი მუშაობს იმისთვის, რომ ახალი სეზონი კიდევ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გადაცემებით დაამახსოვრდეს მსმენელს“.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !