რადიო „აფხაზეთის ხმაზე“, რომელმაც რამდენიმე დღის წინ განახლებული ფორმატით დაიწყო მაუწყებლობა, სპორტული სიახლეები ბრუნდება. სპორტის ახალ ამბებს მსმენელი საათში ერთხელ გაეცნობა.
ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, რომელიც 2012 წელს მშობლიურ, ჩხოროწყუს რაიონში იყრიდა კენჭს მაჟორიტარად, წინასაარჩევნო შეხვედრების დროს ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას ამბობდა, რომ თუ ვინმეს მიუძღვის წვლილი პატრულის ჩამოყალიბებაში, ეს არა მერაბიშვილი, არამედ თვითონაა.
შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას იმის შესახებ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" წინასაარჩევნოდ არეულობისთვის ემზადება, რასაც პრემიერმინისტრიც დაეთანხმა, სხვადასხვა არხზე დებატები მოჰყვა.
გოგა ხაინდრავას რეჟისორულ გატაცებებზე, რომელმაც ცოტა ხნის წინ მის მიერვე არჩეული ფერმერული გატაცებები ჩაანაცვლა, გაზეთი „ქრონიკაპლუსი“ წერს. სტატიაში გოგა ხაინდრავას უახლოესი წარსულია გახსენებული, როცა ის ფერმერობისთვის ემზადებოდა და „ბიზნესკურიერში“ ამბობდა, რომ ძროხები, ფერმა და საოჯახო სასტუმროები მისი დაინტერესების საგანი ხდებოდა.
ოკუპირებულ აფხაზეთში, ქალაქ ტყვარჩელის ერთერთ უბანში ფოტოსესიისთვის ჩასულმა ფოტოგრაფმა ოტო ლაკობამ რაიონში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. მისი მეგობარი წერს, რომ ფოტოგრაფმა ვერ იპოვა ვერცერთი ადგილობრივი, რათა ისინი დანგრეულ შენობებთან ერთად გადაეღო.
მოსკოვში, სხვადასხვა ადგილებზე, მათ შორის, ქალაქის ცენტრალურ უბნებში, უცნობმა პირებმა სანაგვე ურნებზე გამოსახეს წარწერა: "პუტინის ადგილი".
ქუთაისში დაანონსებულ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის აშენების იდეას, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააჟღერეს, სხვადასხვაგვარი გამოხმაურება მოჰყვა. სამოქალაქო საზოგადოება და სოციალურ ქსელებში აქტიური პირები თავიანთ დამოკიდებულებას გამოხატავენ და აფასებენ, რამდენად შეესაბამება რეალობას უნივერსიტეტთან დაკავშირებით დღეისათვის უკვე ცნობილი დეტალები.
უკვე მეორე თვეა, საწარმოს თანამშრომლები იძულებით ტარიფულ შვებულებაში იმყოფებიან, ამ პრობლემის მოსაგვარებლად ხელისუფლება და ქარხნის ადმინისტრაცია არაფერს აკეთებს.
ფოთის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბექა ბასიალაია.
პარლამენტში, კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი აბესაძე და საკრებულოს წევრობის კანდიდატი რომეო ფარულავა დეკაბრისტების კუჩის მოსახლეობას შეხვდნენ.