საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინის "ახალი ძალების პლატფორმის" ლიდერი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილი მიმართვას აქვეყნებს და აცხადებს, რომ ენმ-ს ყრილობის მაქსიმალურად წარმომადგენლობით, ფართო ვარიანტს დაუჭერს მხარს. სააკაშვილის თქმითვე, ორიათასი დელეგატით ყრილობის ჩატარება ამომრჩეველთა და მხარდამჭერთა არასათანადო პატივისცემა იქნება.
მიხეილ სააკაშვილი სპეციალურ ვიდეომიმართვაში საქართველოს მოქალაქეებს გიორგობასა და "ვარდების რევოლუციის" მე-13 წლისთავს ულოცავს და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მომავლისადმი მის დამოკიდებულებასაც აყალიბებს.
პენტაგონის ექს-შეფი დონალდ რამსფილდი აცხადებს, რომ აშშ-მა უნდა დააჩქაროს ნატოში საქართველოს მიღების პროცესი, რადგან ეს რუსეთის ავანტიურისგან შავი ზღვის რეგიონისა და ახალი ევროპის დასაცავად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.
უკრაინის ახალი ძალების პლატფორმის ინიციატორი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადადგომის შემდეგ პირველ ქუჩის აქციას კიევში აანონსებს და უკრაინელებს "ღია რადაზე" იწვევს.
თბილისის ცენტრში, დოლიძის ქუჩის მიმდებარედ, ზაურ ბოლქვაძის ქუჩაზე, მამაკაცის ცხედარი იპოვეს, რომელიც დანაწევრებულია და ჩანთაშია ჩადებული. მოკლული, სავარაუდოდ, მამაკაცია.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი აკაკი მინაშვილი პარტიაში მიმდინარე პროცესებს და სოცქსელებში დაწყებულ მსჯელობას იმაზე, როგორი უნდა იყოს პარტია, დადებით პროცესად მიიჩნევს და ამბობს, რომ პარტიაა ანგარიშვალდებული ამომრჩევლის წინაშე და არა პირიქით.
ამ დრომდე უცნობია დაიწყო თუ არა სასამართლო სხდომა უზენაეს სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმეზე.
ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ პარლამენტს, საზოგადოებას და დაინტერესებულ ჯგუფებს მიმართავს.
,,ჩვენი მტკიცე და მკაფიო გადაწყვეტილებაა, არ დავთმოთ რუსთავი 2, ნებისმიერ ვითარებაში
ნებისმიერი გადაწყვეტილების პირობებში დავიცვათ ბოლომდე ჩვენი ტელეკომპანია, გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება, დავიცვათ ჩვენი მაყურებლის ინტერესი,“-აცხადებს რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.
დღეს რუსთავი 2-ის საქმეზე უზენაეს სასამართლოში უნდა იმსჯელონ.