
პრეზიდენტისადმი გაჟღერებულ მუქარებს ახლა დაემატა კიდევ ერთი აკრძალვა-მუქარა , არ ჩაერიოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო საკითხებში,-აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების პასუხად.
„ჩვენ ჯერ კიდევ გასული წლის 12 დეკემბერს ჩავაყენეთ საზოგადოება საქმის კურსში, რომ ძალიან ფართოდ უზრუნველვყოფდით დისკუსიებს საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ამ კონკრეტულ საკითხს, პრეზიდენტისადმი აქამდე არსებულ მუქარებს, დაემატა მუქარა - აკრძალვა საკონსტიტუციო საკითხებზე ესაუბროს საკუთარ ხალხს პრეზიდენტი, რომელიც თავად არის კონსტიტუციის გარანტი. ეს საკითხი არც ერთ რეალურ კომენტარს არ საჭიროებს“, - განაცხადა აბაშიშვილმა.
ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოს უპატივცემულობასა და საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის ხელოვნურად ხელშეშლაში დაადანაშაულა.