-
2017-03-09 13:35
ოპოზიცია სტრასბურგის გადაწყვეტილებებზე მმართველი გუნდის შეფასებებს ეხმაურება. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ არსებულ მდგომარეობას საქართველოს სამართლებრივი სისტემისთვის სამარცხვინოა.ხელისუფლება კი უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებს.
„ნაცვლად იმისა, რომ ყურად იღონ ეს ძალიან მკაცრი გაფრთხილება, რაც საქართველოს ხელისუფლებამ და პირადად პრემიერ-მინისტრმა მიიღო ევროპარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლისგან, ჩვენ ვიღებთ უპასუხისმგებლო და უსუსურ განცხადებებს, სადაც საქართველოს პარლამენტის წევრები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ევროპარლამენტის წევრების კომპეტენციას,“-განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ევროპული საქართველოს ლიდერები კი ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შესაძლოა შედეგად იზოლაცია მიიღოს.
„ამ გაფრთხილებას თუ არ გაითვალისწინებს ხელისუფლება, რა თქმა უნდა ასეთ შემთხვევაში მოხდება ჩვენი თანდათანობითი იზოლაცია. ეს იქნება ყველასთვის ცუდი და პირველ რიგში ჩვენი დემოკრატიისთვის და ქართველი ხალხისთვის,“-აცხადებს სერგი კაპანაძე.