ბაქო-სუფსის ნავთობსადენის 1600-მეტრიანი მონაკვეთი ოკუპირებულია და მას რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი აკონტროლებს.
გორის რაიონის სოფელ ყარაფილას გადასახვევთან, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე, საიდანაც საოკუპაციო ბანერამდე დაახლოებით 400 მეტრია, აქცია "ფრთხილად, ოკუპანტი!" 29 ივლისს დაიწყო და 8 აგვისტომდე გაგრძელდება.
უკრაინაში, ევრომაიდანზე, მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას აპროტესტებენ.მათ ევრომაიდნიდან პრეზიდენტ პოროშენკოს ადმინისტრაციისკენ გადაინაცვლეს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ უკრაინაში დაბრუნების კანონიერი უფლებებისთვის იბრძოლებს. მისივე თქმით, ის დევნილის სტატუსის მოპოვებას არ აპირებს.
,,ჩვენ ვართ ყველგან სადაც საქართველოა!"-ამ მოწოდებით, აქციის ,,ძალა ერთობაშია"-ს ორგანიზატორების ნაწილი სოფელ ბერშუეთში ახალ ბანერთან მივიდნენ. სეპარატისტების მიერ დამაგრებულ საოკუპაციო ბანერს, სამოქალაქო აქტივისტებმა საპასუხო წარწერის ბანერი დაამაგრეს წარწერით,,აქ არ არის სახელმწიფო საზღვარი".
"რუსთავი-2"-ის შენობაში 26 ივლისს, საღამოს, ხანძარი გაჩნდა. ხანძარი თანამშრომლებმა აღმოაჩინეს და 112-თან დაკავშირების შემდეგ, ტექნიკის გატანა ალმოდებული შენობიდან თავად დაიწყეს. მაშველები ადგილზე ოპერატიულად მივიდნენ.
სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი-2"-ის შენობაში გაჩენილი ხანძრის შემდეგ "დილა მშვიდობისა, საქართველოს" გუნდი მთელი ღამის განმავლობაში ექსტრემალურ პირობებში მუშაობდა. პირობებს, რომელიც ნახანძრალ შენობაშია, დილის გადაცემის მთავარი პროდიუსერი ნინო არაზაშვილი აღწერს.
საინფორმაციო სააგენტო ,,ვესტი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს. საინფორმაციო სააგენტო ინფორმაციას რადას რადიკალური პარტიის დეპუტატის იგორ მოსიუჩუკის "ფეისბუქ" სტატუსზე დაყრდნობით ავრცელებდა.
შს სამინისტროს განცხადებას, რომელიც უწყებამ საზოგადოებრივი მოძრაობის - „ძალა ერთობაშია“ ორგანიზატორებთან შეხვედრის შემდეგ გაავრცელა და სადაც საუბარია, იმაზე, რომ საფრთხის გამო მსგავსი ინიციატივის განხორციელება უწყებას მიზანშეწონილად არ მიაჩნია მოძრაობის ერთ-ერთი ორგანიზატორი ლაშა ბერულავა ეხმაურება:
შსს-ს წარმომადგენლები საზოგადოებრივი მოძრაობის - „ძალა ერთობაშია“ ინიციატორებსა და ორგანიზატორებს შეხვდნენ და ის რისკები და გამოწვევები განუმარტეს, რომლებიც მათ ინიციატივას უკავშირდება.