-
2017-09-01 11:08
სატყეო ინჟინერი ვალტერ ბენეკენდორფი, რომელმაც 2008 წელს რუსი ოკუპანტების მიერ გადამწვარ ბორჯომის ხეობაში იმუშავა, "კურიერთან" საუბარში ამბობს, რომ წელს უფრო მეტი ფართობია დამწვარი, ვიდრე 2008 წელს. მისი ვარაუდით, ცეცხლი ბორჯომის ტყეების 1000 ჰექტარზე გავრცელდა.
სხვადასხვა ფართობს ასახელებენ ხელისუფლებისა და ეროვნულ სატყეო სააგენტოში, რომელიც 2008 წელს განადგურებული ტყის აღდგენის ინიციატორი და აქტიური მოპნაწილე იყო. პრემიერ კვირიკაშვილის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში 200 ჰექტარი ტყის ფართობი დაიწვა, ხოლო სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, სამჯერ მეტი - 750 ჰექტრამდე ტყე შთანთქა ხანძარმა.
"კურიერის" სიუჟეტის ავტორს მაია ლომიძეს საინტერესო სტატისტიკაც მოჰყავს:
საშუალო კალკულაციით, ჟანგბადს, რომელსაც ერთი ადამიანი მოიხმარს, წლის განმავლობაში დაახლოებით ორი ჯანსაღი ხე სჭირდება, ხოლო გამონაბოლქვს, რომელსაც ყველა პარამეტრით საშუალო მანქანა 100 ათას კმ-ზე გამოყოფს, ერთი ჰექტარი ტყე ერთ წელიწადში ანადგურებს.