
ხანძარი ხულოში - ცეცხლი მთა შავნაბადაზე ნაძვის ხეებს უკიდია. მიუდგომელი ტერიტორიის გამო ტექნიკის მისვლა ცეცხლის კერებთან შეუძლებელია.
გართულებულია უშუალოდ ცეცხლის კერებთან ახლოს მყოფ მაშველებთან სატელეფონო კავშირიც.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ცეცხლი დაახლოებით 3 000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზეა გავრცელებული.