რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა "კურიერთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ადასტურებს, რომ ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩასაქრობად დახმარების თხოვნა რუსეთმა საქართველოსგან ოფიციალურად, 23 აგვისტოს მიიღო.
ნიჟნი ტაგილში მდებარე რუსეთის ერთერთ უდიდეს კორპორაცია "ურალვაგონზავოდში", რომელიც ქვეყანაში უდიდესი სამხედრო ტექნიკის მწარმოებელი ქარხანაა, ხანძარი გაჩნდა.
ღვთისმშობლის კვართის ხობის მონასტერში გადასვენების პერსპექტივაზე უკმაყოფილობის გამოთქმის შემდეგ ზუგდიდელი მრევლი და ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსი ათონის მთაზე კვართის დროებით გადატანაზეც უარს ამბობენ : მარიამობის დღესასწაულზე კვართი ზუგდიდში დარჩება.
ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევის პროცესი წარიმართა ღიად და გამჭვირვალედ.
ბორჯომის რაიონის სოფელ დაბაში მი-8 ტიპის ვერტმფრენის დაზიანებასთან დაკავშირებით შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვერტმფრენი კი არ ჩამოვარდა, არამედ პილოტმა, იგრძნო რა ჩამოვარდნის საშიშროება, წყალზე ავარიულად დაეშვა.
2010 წელს პარიზში გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, საქართველოში "ევროკოპტერის" სამი ახალი ვერტმფრენი შემოვიდა. აქედან ორი ახალი „სუპერ პუმა“ და ერთი „ეკიუროი ბ3“ ანუ „ციყვი“.
საქართველოში აშშ-ის საელჩო ქართველ მეხანძრე-მაშველებს 500 წყვილ ცეცხლგამძლე ფეხსაცმელს გადასცემს.
"ფეისბუქზე" წაღვერში, მთის ფერდობზე, ხანძრის პირველი, მცირე კერის ამსახველი ვიდეო ვრცელდება, რომელიც, აღწერილობის მიხედვით, 20 აგვისტოს ბავშვებმა გადაიღეს და 112-ს შეატყობინეს.
გორელი გენო პეტრიაშვილი, რომელიც პარიზში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობაში ასპარეზობდა, ოქროს მედალოსანი და ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა.
მხოლოდ აგვისტოში საქართველოში, სხვადასხვა დასახლებულ თუ დაუსახლებელ პუნქტში 20-ზე მეტი დიდი ხანძრის კერა გაჩნდა. ამ შემთხვევაში ეს სტატისტიკა მხოლოდ ეკოლოგიურ ფართობზე გაჩაღებულ ხანძრებს გულისხმობს და მასში არ შედის ბაზრობებზე და სხვა სავაჭრო თუ საცხოვრებელ ობიექტებზე გაჩენილი ხანძრები.