უკრაინული პარტია „ახალი ძალების“ ერთ-ერთი ლიდერის დავით საყვარელიძის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას აპირებს:
„იპოვე შენი თავი - იპოვე შენი უბანი“ - საზოგადოებრივი აქციის ფარგლებში 24 სექტემბერს ცესკოს და სწავლების ცეტნრის თანამშრომელბი რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებს სწრაფი გადახდის აპარატის მეშვეობით სთავაზობდნენ ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმებას.
სამი ახალგაზრდა დაჭრეს კახეთში. თელავის რაიონის სოფელ შალაურში დაზიანებები მამაკაცებს ცივი იარაღით თანასოფლელმა მიაყენა.
გვიან ღამით რუსთაველის გამზირზე რესტორან "მარკო პოლოსთან" 4 ახალგაზრდა დაჭრეს.
მსხვერპლით დასრულდა ავტოავარია ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ კინდღთან, სადაც ავტომანქანა ხეს შეეჯახა.
რუსეთის ქალაქ კლინციში, რომელიც ბრაინსკის ოლქის ერთერთი უდიდესი ქალაქია, ქალაქის დღის აღსანიშნავად, ბაიკერთა ჯგუფ "ღამის მგლებთან" ერთად, რუსეთის სახალხო არტისტი თამარ გვერდწითელიც ჩავიდა.
,,ქრონიკა+"რედაქტორის, ელისო კილაძის შვილის სასამართლო დასრულდა. პროცესის დასკვნითი სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართა. მოსამართლის გადაწყვეტილებით დავით ხარშილაძე გამართლდა. ,,უდანაშაულო და თავისუფალია"-წერს ელისო კილაძე.
რაჭაში მომხდარ უბედურ შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოტევში ამბროლაურის მიმართულებით მოძრავი ტრაილერი, რომელსაც ასფალტის სატკეპნი მანქანა გადაჰქონდა ადგილობრივი მოსახლის ეზოში შევარდა.
თურქეთის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა. რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა სამხრეთ კავკასიაში რეგიონული სტაბილურობისთვის გადამწყვეტი ფაქტორია.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში, რომელიც ცხინვალს ესაზღვრება, ოკუპანტების მიერ დამონტაჟებულ უკანონო, ე.წ. სასაზღვრო ღობესთან ახლოს ანტისაოკუპაციო მოძრაობამ "ძალა ერთობაშია" სამშვიდობო-სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში ახალი საგუშაგო გახსნა.