„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მერიასთან მიმდინარე აქციიდან სუს-ის წარმომადგენლებმა გაიტაცეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
თბილისის მერიასთან სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს. ჯერჯერობით უცნობია, რა ბრალდებით დააკავეს და სად წაიყვანეს აქციის მონაწილეები. სამართალდამცავები უსაფრთხოების ცოცხალ ჯაჭვს მერიის შენობის გარშემო აფართოებენ და აქციის მონაწილეების გზის მეორე მხარეს გადაყვანას ცდილობენ.
ალეკო ელისაშვილმა თბილისის საკრებულო დატოვა და განაცხადა, რომ მიზეზი 29 სექტემბერს საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა. ელისაშვილის განცხადებით, განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე უკვე დაწერა.
საფეხბურთო კლუბ ზუგდიდის „ზუგდიდის“ მეკარე შოთა მამინაშვილი გარდაიცვალა.
"პატრიოტთა ალიანსის" წევრები მოსკოვში მეორედ გაემგზავრნენ. დეპუტატები დუმის წევრებს შეხვდებიან. პარტიის წევრები ადა მარშანია, გიორგი ლომია და ნატო ჩხეიძე მოლაპარაკებებს აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხებზე გამართავენ. ისინი მოსკოვში 5 დღე დარჩებიან.
25 მომხრე, 3 წინააღმდეგი - თბილისის საკრებულომ ივანიშვილთან დაკავშირებული სადაო საკითხი დაამტკიცა.
თბილისის საკრებულოს სხდომაზე, რომელსაც ოპოზიციონერი დეპუტატები არ ესწრებოდნენ , ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის მიწის სიმბოლურ ფასად გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო.
ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი გრიგოლ მიქავა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
ბორჯომის ხეობაში, დაბა წაღვერის მახლობლად, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია- ოფიციალურ ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს:
უკრაინის პრემიერი ვლადიმირ გროისმანი კალინოვკის სამხედრო ნაწილში გაჩენილ ხანძარზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს,-განცხადება ამის შესახებ გროისმანმა მთავრობის საგანგებო სხდომაზე გააკეთა.