არ გაატარო! - დავით ქაცარავა რუსეთის ტვირთებისთვის გზის გახსნის წინააღმდეგ გამოდის

Image

"ჩვენი რესურსითა და ყველა კანონიერი ფორმით შევეწინააღმდეგებით გზის გახსნას რუსეთის ტვირთებისთვის ოკუპირებული ტერიტორიების გავლით", - ამის შესახებ მოძრაობის "ძალა ერთობაშია" ლიდერმა დავით ქაცარავამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

დავით ქაცარავამ ბრიფინგზე მოძრაობის აქტივისტების მიერ გადაღებული ფოტო-ვიდეო მასალა წარმოადგინა და განაცხადა, რომ მათ ხელთ არსებული ფაქტების ანალიზის საფუძველზე, უახლოეს პერიოდში ხელისუფლება გეგმავს როკის გვირაბიდან ოკუპირებული სამაჩაბლოს გავლით, შემდეგ კი ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის გავლით რუსეთის ტვირთების გატარებას, რაც 2011 წელს დადებული შეთანხმებით იქნება ახსნილი. 

 

თუმცა, დავით ქაცარავას თქმით, არსებობს ვარაუდი, რომ 2011 წლის შეთანხმებაში ცვლილებებია შესული რუსეთისა და ცხინვალის რეჟიმის სასარგებლოდ და ამის ეჭვს ამყარებს 2011 წელს შერჩეულ შვეიცარულ კერძო ფირმასთან ქართული მხარის მიერ ხელმოწერილი კონტრაქტის გასაიდუმლოება. ამ კონტრაქტზე რუსულ მხარეს, ჯერჯერობით, ხელი არ მოუწერია:

 

"ოფიციალურ მხარეებად ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი რეჟიმების აღიარება, მათი ნებისმიერი შტამპი ან ბეჭედი დოკუმენტაციაში, თუ ასეთი რამ იქნება, იქნება საქართველოს სახელმწიფოებრიობის ხელყოფა და "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონის უგულებელყოფა, რასაც არ დავუშვებთ და შევეწინააღმდეგებით, ამავე დროს, საზოგადოებას მაქსიმალური ჩართულობისკენ მოვუწოდებთ", - განაცხადა დავით ქაცარავამ. 

 

"ძალა ერთობაშიას" ლიდერმა ის ფაქტების ერთობლიობაც დაასახელა, რაც მათ ეჭვს გზის შესაძლო გახსნის თაობაზე ამყარებს:

 

1. ახალგორის მუნიციპალიტეტის ოკუპირებულ სოფელ მოსაბრუნთან 17 იანვარს გაიხსნა ე.წ. საბაჟო გამშვები პუნქტი ფიზიკური პირებისთვის.

 

2. სოფელ ზემო ნიქოზში საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიასთან დაიგო მისასვლელი გზის მონაკვეთი, რომელიც გათვლილია მძიმე ტვირთების გასატარებლად. პარალელურ რეჟიმში იგივენაირი გზა შენდებოდა ოკუპირებული ტერიტორიის მხრიდანაც.

 

3. ცხინვალის სამხრეთ ნაწილში, ერგნეთის ყოფილი ბაზრობის მხარეს დღედღეზე სრულდება დიდი საბაჟო ტერმინალის მშენებლობა.

 

4. ერგნეთში, სადაც მოსახლეობას მჭირდო ნათესაური კავშირები აქვთ შენარჩუნებული ცხინვალში დარჩენილ მოსახლეობასთან, რამოდენიმე კვირაა ღიად იხილება ოკუპირებული მხრიდან შემოსული ინფრომაცია „მარტის დასაწყისიდან ისე~ევ ერთად ყოფნის“ შესახებ.

5. ასევე ჩვენთვის სანდო წყაროდან გახდა ცნობილი, რომ შესაძლებელია გზის გახნის მიზეზად მთავრობამ გამოიყენოს ლარსის მხრიდან ჩამოწოლილი ზვავის მიზეზით გადაკეტილი გზა. ზემოთთქმულიდან გამომდინარე ანტიოკუპაციური მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ს სახელით გვინდა გაცნობოთ, რომ კანონით გათვალისწინებული და დაშვებული ყველა მეთოდით წინ აღვუდგებით ასეთი კაპიტულანტური პოლიტიკის და რუსეთის ინტერესბის გატარებას.

 

ამასთან მოვუწედებთ საზოგადოებას აქტიურად დაგვიჭირონ მხარი და ჩევნთან ერთად არ დაუშვან საქართველოს სახელმწიფოებრიობის ხელყოფა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !