მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს დასავლეთი განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდება - აცხადებენ ის ამერიკელი და ევროპელი ექსპერტები, რომლებიც თბილისში სტენფორდის უნივერსიტეტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას ესწრებიან.
თბილისში მიწისზედა მეტრო აშენდება - მწვანე პოლიტიკისა და მწვანე ეკონომიკის რეფორმის ფარგლებში დედაქალაქის მერის განცხადებით, თბილისში რვა ახალი მეტროსადგური აშენდება.
ორი ადამიანი დაიღუპა თურქეთში მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ადგილობრივ სადამკვირვებლო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე მედია წარმომადგენლებს 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში წარუდგინა.
დღეს, საქართველოს მასშტაბით, ყველა დონის საარჩევნო კომისიების წევრებმა ეთიკის კოდექსს ერთდროულად მოაწერეს ხელი.
დონალდ ტრამპი თურქეთს მოუწოდებს, ჩანაწერები გადასცეს, რომელიც, სავარაუდოდ, საუდელი ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის მკვლელობას ადასტურებს.
პირველი ექსპერიმენტული სკოლის სახურავიდან მე-6 კლასის მოსწავლე გადმოვარდა. შემთხვევა გუშინ მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია „რუსთავი 2"-ს სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დაუდასტურა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ დაადასტურა, რომ „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორზე, ნიკა გვარამიაზე ფარული მიყურადება ხორციელდებოდა.
დღეს, 18:00 სთ-ზე, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ კანდიდატურის მოხსნის ვადა დასრულდა.
ქვეყანაში მოქმედი უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებები, რომლებიც მმართველი პოლიტიკური ძალის კრიმინალურ დაკვეთებს ასრულებენ, იტაცებენ ადამიანებს, აწამებენ სასურველი ჩვენებების მისაღებად და ზეწოლას ახდენენ ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეების მოწმეებზე - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ფაქტებისა, რომლის შესახებაც "რუსთავი2"-ის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებშია საუბარი.