საკონსტიტუციო სასამართლო - შსს-ა და პარლამენტის წინააღმდეგ

Image

 

 

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინიტროს დაცვის პოლიციის მიერ ერთდროულად დაცვისა და მაკონტროლირებლის ფუნქციის შეთავსება არაკონსტიტუციურად სცნო.

 

გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიამ 14 დეკემბერს გამოაცხადა .გადაწყვეტილების მიხედვით, რომლიც ძალაში 2019 წლის ივლისიდან შევა დაცვის პოლიცია ვერც ფიზიკურ და იურიდიულ პირთა დაცვას განახორციელებს.საკონსტიტუციო სასამართლოში სადავო ნორმები რამდენიმე კერძო დაცვის კომპანიამ გაასაჩივრა.კონსტიტუციური სარჩელის ავტორი კონსტიტუციონალისტი ლევან მახარაშვილია.

 

მისი განცხადებით ,აქამდე არსებული ნორმები ბაზარზე არაკონკურენტუნარიან გარემოს ქმნიდა კერძო დაცვის კომპანიებს კი არათანაბარ პირობებში აყენებდა.

 

„სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სადავო ნორმები და დაადასტურა, რომ სახელმწიფო, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მეშვეობით უხეშად ერევა კერძო დაცვის ორგანიზაციების საქმიანობაში, რითიც შეუძლებელს ხდის თავისუფალ და კონკურენტუნარიან საქმიანობას, ვინაიდან ერთის მხრივ, თავად ახორციელებს იმავე ბიზნესს, მეორეს მხრივ კი კონკურენტების მიმართ გააჩნია მაკონტროლებელი ორგანოს ფუნქცია.

 

არაკონსტიტუციური ნორმები ქმნიან ისეთ უსამართლოს პრაქტიკას, როდესაც კერძო დაცვის ორგანიზაციების ეკონომიკური საქმიანობის შედეგიანობა, პირდაპირ დამოკიდებულია კონკურენტის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კეთილ ნებაზე, რაც შეუძლებელს ხდის ჯანსაღი კონკურენციის არსებობას.“

 

კონსტიტუციური სარჩელის ავტორის ლევან მახარაშვილის განცხადებით, დაცვის კომპანიებთან ერთად უკვე დაწყებულია მუშაობა კანონპროექტზეც, რომელსაც პარლამენტში უახლოეს პერიოდში წარუდგენენ.ახალი კანონპროექტი იურისტის მტკიცებით შეამცირებს ელიტური კორუფციის რისკებსაც.

 

"ამ დაკანონებული უსამართლობის შედეგად წლების განმავლობაში მილიონობით ლარი ილექება შსს-ს იმ მაღალჩინოსანთა ჯიბეებში, რომლებიც ხელოვნურად აკოტრებენ კერძო დაცვით კომპანიებს. ეს მანკიერი პრაქტიკა პირდაპირ ეწინააღმდეგება „კორუფციის წინააღმდეგ“ გაეროს კონვენციის, მე-12 მუხლს, რომელიც სახელმწიფოს ავალდებულებს ყველა ზომის მიღებას, რომ კერძო სექტორის რეგულირება იყოს გამჭვირვალე და საჯარო პირებს არ გააჩნდეთ ინტერესთა კონფლიქტი ბიზნესის სხვადასხვა სფეროში.

 

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შედის 2019 წლის 1 ივლისიდან. ევროპის ქვეყნების საუკეთესო მოდელების შესწავლის შედეგად ჩვენ შევიმუშავებთ განსახორციელებელი ცვლილების მოდელს, რომელსაც შევთავაზებთ სათანადო ორგანოებს, ასევე ზედმიწევნით დავაკვირდებით საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების პროცესს, რომ ისევ არ დარჩეს ცარიელი სივრცე ელიტური კორუფციის წასახალისებლად"-ამბობს კონსტიტუციური სარჩელის ავტორი კონსტიტუციონალისტი ლევან მახარაშვილი.

 

 

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !