15 და 16 დეკემბერს სასტუმრო ‘’თბილისი პარკ ოტელში’’ ჟურნალისტებისთვის და მედია წარმომადგენლებისთვის, ასევე ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ჟურნალისტიკით და მშვიდობის მშენებლობით არიან დაინტერესებულნი, გაიმართა ტრენინგ-სემინარი სამშვიდობო ჟურნალისტიკაში.
ტრენინგები განხორციელდა პროექტის - "ქალები მშვიდობის ჟურნალისტიკაში"- ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს სამშვიდობო ჟურნალისტიკის მექანიზმების გამოყენებით ხელი შეუწყოს ქვეყანაში მშვიდობის მშენებლობის პროცესს ქართველებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ, სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანებს შორის.
მსგავსი ტრენინგები ჩატარდა ქალაქ გორსა და ზუგდიდში.
პროექტს ახორციელებს ‘’სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელი’’ კანადის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, ‘’კანადის ფონდი ადგილობრივი ინიციატივებისთვის’’ ფარგლებში.