გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ცესკოს მიმართ ბრალდებებზე და პრემიერ მამუკა ბახტაძის პირადი მონაცემების ოპოზიიციის კანდიდატის საარჩევნო სიებში არსებობის შესახებ, ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე საუბრობს.
დამოუკიდებელი და მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის მიერ, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს, სალომე ზურაბიშვილის ძმა ეხმაურება.
კრემლის მოწინააღმდეგე აქტივისტი დაუდგენელი ნივთიერებით მოწამლეს - ასეთია გერმანელი მედიკოსების დასკვნა პიოტრ ვერზილოვზე, რომელიც უკვე მეოთხე დღეა, ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს.
ციმბირში მასშტაბური სამხედრო სწავლებების, "ვოსტოკ 2018"-ის მთავარი ეტაპი დასრულდა. წვრთნები ცუგოლის პოლიგონზე გაიმართა და მას ვლადიმერ პუტინიც დაესწრო.
ზუგდიდის მერმა, ლაშა გოგიამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება თავად გოგიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
ვანო მერაბიშვილი ბადრაგის თანხლებით თბილისის ერთ-ერთი კლინიკიდან ე.წ. მატროსოვის ციხეში ღამით დააბრუნეს.
აჭარაში ორი ეკლესია გაქურდეს. შემთხვევა ხულოში, სხალთის ეპარქიაში მოხდა.
შსს ადასტურებს, რომ მარიხუანას მოყვანისა და ექსპორტზე გატანის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ "რუსთავი2"-ს სამინისტროში განუცხადეს.
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ნიქაბის და ჩადრის ტარება შესაძლოა მალე აიკრძალოს - აღნიშნული კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში ემზარ კვიციანმა და ზვიად ტომარაძემ წარადგინეს.
კოლუმბიელი მომღერლის, შაკირას და მისი მეუღლის, ბარსელონას ფეხბურთელის, ჟერარ პიკეს სახლის ძარცვა ბრალად ქართველებს ედებათ.