ბაგრატიონების სამეფო კარის თამაშები - მეფეს დედოფალი უჩივის. ყოფილ სიძეს სამეფო ოჯახი თაღლითობაში ადანაშაულებს

Image

ბაგრატიონების სამეფო კარის თამაშები - მეფეს დედოფალი უჩივის. ყოფილ სიძეს სამეფო ოჯახი თაღლითობაში ადანაშაულებს.

 

 

საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაში პირველად სამეფო ოჯახის დაპირისპირებას საქალაქო სასამართლო განიხილავს. ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკები დავით ბაგრატიონ-მუხრანელს, სამეფო ოჯახის სახელის უნებართვოდ გამოყენებას ედავებიან.

საქმის სირთულიდან გამომდინარე მას საქალაქო სასამართლოში სპეციალური, სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია განიხილავს. პროცესი ხვალიდან დაიწყება.

სამეფო ოჯახის ადვოკატი ბაგრატიონ-მუხრანელს ისტორიის გამყალბებლადმოიხსენიებს, კონკრეტულ ფაქტებს ასახელებს და საქართველოს სამეფოს სახელით ჩატარებულ შეხვედრებში ამხელს. ოჯახი დავით ბაგრატიონ-მუხრანელისთვისსაქართველოს სამეფო სახელის გამოყენების აკრძალვას და ზიანის ასანაზღაურებლად სიმბოლურად ერთ ლარს ითხოვს.

„დავის საგანს წარმოადგენს დავით ბაგრატიონ-მუხრანეკლის მიერ სამეფო სახლის სახელით სარგებლობის აღკვეთა. მას არ აქვს უფლება,რომ საქართველოს სამეფო სახლის სახელით ისაუბროს, განახორციელოს შეხვედრები, შეიყვანოს შეცდომაში საერთაშორისო საზოგადოება. მას აქვს თავის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია, რომ წარმოადგენს ისეთი მეფეების შთამომავალს როგორიც არის ერაკლე მეორე, ალექსანდრე მეექვსეს, რომელსაც საქართველოს ისტორიაში არავინ იცნობს. ერაკლე მეორე ასოცირდება ერეკლე მეორესთან რომელთანაც მუხრანელი ბაგრატიონების შტოს არანაირი შეხება არ აქვს.

"ალექსანდრე მეექვსეს სურათად აკაკი წერეთლის სურათი ჰქონდა განთავსებული, რაც საერთაშორისო საზოგადოებისთვის არის გათვლილი,“-ამბობს ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკების ადვოკატი ლევან გორელაშვილი.

თავის მხრივ, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი ლევან ჩხეიძე მოსარჩელე მხარეს თვითმარქვიად მოიხსენიებს. ჩხეიძე ამბობს, რომ მათ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის DNM-ის ტესტის ჩატარება შესთავაზეს, რათა დაედასტურებინა, რომ ნამდვილად ბაგრატიონების შტოს წარმოადგენდა. ჩხეიძე ამბობს, რომ ნუგზარ ბაგრატიონმა კვლევის ჩატარებაზე უარი განაცხადა, რაც ამძაფრებს ეჭვს,რომ ის თვითმარქვიაა. 

„მსგავს ტაკიმასხარაობაში მონაწილეობას არ მივიღებთ. რომ არ ყოფილიყო სავალდებულო კანონით, არც ჩავერთვებოდით ამ საქმეში. მათი მიზანი არის ერთადერთი მთავარი - სარჩელი არ არის გათვლილი შედეგზე, მათ სურთ, რაიმე ფორმით საქართველოს სახელმწიფოსგან მიიღონ აღიარება,რომ ისინი არიან რაიმე ფორმით კავშირში საქართველოს სამეფოსთან.

"ჩვენ შევთავაზეთ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის , ჩაეტარებინა დნმ კვლევა და დაედასტურებინა,რომ ის არის ნამდვილად ბაგრატიონი, რაზეც მან განაცხადა უარი, რაც კიდევ ერთხელ ამძაფრებს ეჭვს,რომ ჩვენ არანაირ ბაგრატიონებთან საქმე არ გვაქვს და საქმე გვაქვს თვითმარქვიებთან,“-აცხადებს დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი ლევან ჩხეიძე.

წყარო: რუსთავი2

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !