ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სენაკში. სოფელ ნოსირთან ავარიის შედეგად ორ ავტომობილს ცეცხლი
გაუჩნდა.
კანარის კუნძულებზე ტყის ხანძრის კერა იზრდება. ამის გამო ქალაქ გრან-კანარიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს,
- ამის შესახებ Reuters წერს.
ახლახან ჯგუფის “ფეისბუქზე” გამოქვეყნდა ფოტო, რომელიც “ბლექ სი არენაზეა” გადაღებული. ამ ფოტოთი ჯგუფი
მადლობას უხდის მსმენელს, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქალაქში დახვდა.
თბილისში, სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი
დაშავდა.
შსს-ს ცნობით, ჰოლივუდის ფილმის – Fast and Furious 9-ის ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებების გამო, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან იზღუდება.
ზესტაფონში ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულების პროტესტი შეწყდა. როგორც გაფიცული მუშები აცხადებენ, დღეს დილით მათ ჩინეთის გვირაბებისა და ხიდების კომპანიის ხელმძღვანელი შეხვდა და მოთხოვნების დაკმაყოფილებას დაპირდა.
გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალუბანში რუსმა სამხედროებმა საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, სოფლის მცხოვრებლები საოკუპაციო ხაზთან მდებარე წმ.გიორგის სახელობის ეკლესიაში იყვნენ წასულები.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი დააკავა. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულს უნებართვო მშენებლობებისთვის სამსახურებრივი მფარველობის გაწევის და რეაგირების განუხორციელებლობის სანაცვლოდ ქრთამის სახით შესთავაზეს და მოგვიანებით გადასცეს 1000 ლარი.
“ვიდრე ხელისუფლება ქვეყნის შიგნით დამნაშავეების ძებნით და რუსეთის მხარდამჭერი ფილმების გადაღებითაა დაკავებული, რუსეთი მორიგ სოფელს გვიღობავს – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთერთმა ლიდერმა დავით ბაქრამძემ გუგუტიანთკარში განაცხადა.
“რუსთავი 2-ის” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ იურიდიულად უკვე დააფუძნა ახალი
ტელეარხი და მას შპს “მთავარი არხი” ჰქვია. ამის შესახებ თავად გვარამია ავრცელებს ინფორმაციას სოციალურ
ქსელში.