საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრად კი, ირაკლი ღარიბაშვილი არიან წარდგენილი. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში განაცხადა. მისი თქმით, უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე თავდაცვის მინისტრი ლევან იზორიაა წარდგენილი.
„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია დაასახელა.
3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის, 51 წლის თამარ საძაგლიშვილის დედის, მანანა ჩხიკვაძის განცხადებით, საძაგლიშვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს.
ნინოწმინდის საკრებულოს დეპუტატი მის მიერ გადაღებულ ფეისბუქ-ლაივთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1993 წელს დაბადებული დ.კ. ძარცვის მცდელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
ოცდამეთორმეტედ ფინალურ შეხვედრაში ნიკოლოზ ბასილაშვილის (N16) მეტოქე ამერიკელი ჯენსონ ბრუკსბი იყო.
პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული თამარ საძაგლიშვილის ადვოკატი აცხადებ, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს დანა არ ჰქონია და მისი ქმედება არ არის დანაშაული.
ბლოკპოსტის დაშლის საკითხი არც კი განიხილება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ საქართველოს პირველ არხს სოფელ ჩორჩანაში განუცხადა.
პრეზიდენტის მიერ პოლიციელის მკვლელის შეწყალების გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე დღეს არაერთი განცხადება გაკეთდა. თავად სალომე ზურაბიშვილი კი ამბობს, რომ ის არ აპირებს დაასახელოს მიზეზი, თუ რატომ შეიწყალა მსჯავრდებული.
ერგნეთში შეხვედრის ჩაშლის შემდეგ, ოსურმა მხარემ საქართველოს შემოუთვალა, რომ პარასკევის დილის 6 საათამდე სოფელ წნელისის მიმდებარედ განთავსებული საგუშაგო აიღოს.