ლიეტვუაში ვიზიტისას ლიეტუველ კოლეგასთან შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა ოკუპაციის საკითხზე ისაუბრა. ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური ავრცელებს.
სოციალურ ქსელში გავრცელდა მიმოწერა, საიდანაც ირკვევა, რომ არსებობს საბავშვო ბაღი VIP ოჯახებისთვის, სადაც სოციალურად დაბალ ფენას არ იღებენ.
როგორც მიმოწერიდან ირკვევა, ბაღი ძირითადად ორიენტირებულია უცხოელ ოჯახებზე, თუმცა, ისინი ასევე ემსახურებიან VIP ქართველ ეკონომიურად შეძლებულ ოჯახებსაც
მუხიანში მდებარე “საქართველოს ბანკის” ექსპრეს ფილიალი დააყაჩაღეს. შსს-ს ინფორმაციით, ბანკში ერთი პირი იარაღის მუქარით შეიჭრა, თანამშრომლებს ფული გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოები მეორე დღეა აქტიურად მიმდინარეობს.
ამაზონი კვლავ საშინელ ხანძარს ებრძვის.
სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალზე გამარჯვებულების დაჯილდოვების ცერემონია იმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
მომღერალი და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ხუმრობას გამოეხმაურა, რომლის თანახმად ნინი ქარსელაძე და ხათუნა ჟორდანია „კურიერს“ წაიყვანენ.
„ფორსაჟი 9“-ის გადაღებების გამო, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, კერძოდ, პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან მეტროსადგურ „დელისამდე“ტრანსპორტის მოძრაობა მთლიანად შეიზღუდება 23 აგვისტოს 00:00 საათიდან 24 აგვისტოს 00:00 საათამდე.
შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილ ხანძარს კვლავ ებრძვიან. კერძოდ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი, 10 სახანძრო და 3 სამაშველო მანქანა, ასევე, 9 დამხმარე ტექნიკა და 170 მეხანძრე-მაშველი. ხანძარი 40 ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული.
დათო ტურაშვილმა, ნენე კვინიკაძემ, ქეთი დევდარიანმა და ლაშა ბუღაძემ „შაბათის სხვა შუადღე“ დატოვეს. ამის შესახებ მათი ერთობლივი განცხადებიდან გახდა ცნობილი, რომლებიც მწერლებმა და ტელესახეებმა დღეს გაავრცელეს.