-
2019-08-29 23:36
ერგნეთში შეხვედრის ჩაშლის შემდეგ, ოსურმა მხარემ საქართველოს შემოუთვალა, რომ პარასკევის დილის 6 საათამდე სოფელ წნელისის მიმდებარედ განთავსებული საგუშაგო აიღოს.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის ეგორ კოჩიევის თქმით, მათ ქართული მხარისგან მოითხოვეს, რომ: "შეწყდეს პროვოკაცია საზღვარზე და გაიტანონ საგუშაგო სოფელ წნელისის მიმდებარე ტერიტორიიდან"..
როგორც ირკვევა, სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ შეხვედრა ამ საკითხის განხილვისას დატოვა, საბოლოოდ შეხვედრის მონაწილეები ისე დაიშალნენ, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვაც არ მოხერხდა.
"პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, რესპუბლიკის ხელისუფლება გამოიყენებს ყველა კანონიერ ზომას, სამხრეთ ოსეთის ხალხისა და სახელმწიფო საზღვრის დასაცავად", - უთხრა ეგორ კოჩიევმა სააგენტო "რეს"-ს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ერგნეთის ინციდენტების პრევეციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 95-ე შეხვედრის ჩაშლის შემდეგ განცხადება გააკეთა:"ნებისმიერი ულტიმატუმი, სად განალაგოს ქართულმა სახელმწიფომ საკუთარი პოლიციური ძალები, წარმოუდგენელია და ცინიზმით გაჯერებულ აბსურდს შეიცავს... სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ განხორციელებულ პროვოკაციულ ქმედებებთან დაკავშირებით, ნებისმიერი გართულების შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას