პრეზიდენტმა ის პატიმარი შეიწყალა, რომელმაც ბათუმში 22 წლის პოლიციის ოფიცერი მოკლა

Image

სამართალდამცავთა ეროვნული ლიგა სოციალურ ქსელში პრეზიდენტის მგანცადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ზურაბიშვილმა 22 წლის პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული შეიწყალა.

 


"საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, 28 აგვისტოს "ვინმე" რამაზ დევაძე შეიწყალა, რომელმაც 2014 წლის 27 დეკემბერს, ქ. ბათუმში, ღამის კლუბ ,,ვეგასში", 22 წლის პოლიციის ოფიცერი თარაშ მუკბანიანი მისივე ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. დევაძეს 2015 წლის 18 სექტემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ, განზრახ მკვლელობისთვის, 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამოძიების მიერ დადგენილი იყო, რომ კლუბში კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ამავე საქმისთვის მსჯავრდებულმა, ვინმე ბესიკ მამულაძემ კლუბში მყოფ აზერბაიჯანის მოქალაქე ფირუზა ა.-ს და უზბეკეთის მოქალაქე ილაჰიმ მ.-ს დაუწყო შევიწროვება, ხოლო პოლიციელმა თარაშ მუკბანიანმა დამშვიდება სთხოვა. ამით გაღიზიანებული არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამულაძე და მასთან ერთად მყოფი დევაძე თავს დაესხნენ და 5-6 წუთის განმავლობაში დაუნდობლად სცემდნენ მუკბანიანს, დევაძემ პოლიციელს წაართვა კუთვნილი ტაბელური იარაღი და თავის არეში გასროლით ადგილზე მოკლა. აღსანიშნავია, რომ მუკბანიანის მკვლელობამდე 5 თვით ადრე, 2014 წლის 26 ივნისს, დევაძემ და კიდევ ორმა პიროვნებამ ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს კიდევ ერთ პოლიციელს და სხვა პირებს, რა დროსაც პოლიციის ინსპექტორი – ილია კუკალაძე დაზარალდა. მართალია დევაძეს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა საქართველოს პრეზიდენტის წყალობით, მან სასჯელთაღსრულების დაწესებულებაში, განზრახ მკვლელობისთვის მხოლოდ 5 წელი გაატარა. 
იმ ფონზე, როცა პრეზიდენტი უარს ამბობს, ჩვენი აზრით უდანაშულო (დამნაშვე რომც იყოს), დაავადებული და დაუძლურებული დეკანოზის შეწყალებაზე, როცა პრეზიდენტი არც კი განიხილავს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათის მებრძოლი ათობით პოლიციის ოფიცრის შეწყალებას, რომლებსაც გაცილებით ნაკლები სიმძიმის დანაშულებები აქვთ შერაცხული, ის ყოველგვარი რიდის გარეშე, ხელს აწერს ახალგაზრდა პოლიციელის მკვლელის ვადაზე გაცილებით ადრე განთავისუფლებას, რომლის დაკრძალვაზეც მთელი სახელმწიფო გულში მჯიღს იცემდა და პირობას დებდა, რომ მკვლელი და მისი თანამზრახველები, კანონის მთელი სიმკაცრით იქნებოდნენ დასჯილები!
მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს შეწყალებული ადამიანების სრული სია.
არსებული ინფორმაციით საპარლამენტო არჩევნებისთვის ხელისუფლებას განზრახული აქვს მიუხედავად დანაშაულის სიმძიმისა საპატიმროებიდან გაათავისუფლოს კრიმინალური ავტორიტეტები მათი არჩევნებში გამოყენების მიზნით.
მსგავსი მიდგომა პოლიციელების მიმართ არის ამორალური უსინდისობა" - აღნიშნულია განცხადებაში.

რედაქტორის რჩევით

დეპუტატის განმარტებები "ფეისბუქლაივზე": “ინგლისურად ეწერა რაღაც, შევრცხვი"

2019-08-30 13:29
ნინოწმინდის საკრებულოს დეპუტატი მის მიერ გადაღებულ ფეისბუქ-ლაივთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

თბილისში ძარცვის მცდელობის ბრალდებით პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს

2019-08-30 13:19
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული...

"მისი ქმედება არ არის დანაშაული, ასევე შეიძლება ბავშვი ქუჩაში ძაღლმაც დააზიანოს" - პეკინზე დაკავებულის ადვოკატი (ვიდეო)

2019-08-30 10:09
პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული თამარ საძაგლიშვილის ადვოკატი აცხადებ, რომ მისი...
რჩეული ვიდეოები

"მედიაფოკუსი მშვიდობაზე" - პირველი გადაცემა

2018-09-23 19:03
‘’სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელმა’’ (INCD) 2018 წლის 1 აგვისტოს კანადის მთავრობის...

ნათელაშვილი: სადაც გაგიჭირდებათ, ყველგან გუგავა მოვა...

2017-09-14 16:31
საქართველოს მთავარმა ლეიბორისტმა დღეს თბილისის მერობის კანდიდატად გიორგი გუგავა წარადგინა და...

ხუხაშვილი: სააკაშვილი კრიზისების ლიდერია, პოროშენკომ გაიჩალიჩა(ვიდეო)

2017-09-14 13:56
"მიხეილ სააკაშვილი კრიზისული ლიდერია, მთელი მისი ბიოგრაფია ამას ცხადყოფს, ასე რომ, პოროშენკომ...

ჟირინოვსკი: ქართველებს ენერგეტიკა აქვთ აქტიურობის - სააკაშვილი პოროშენკოსაც ჩააჩოჩებს და ავაკოვსაც

2017-09-14 02:39
რუსეთის მთავარი ლიბერალ-დემოკრატი ვლადიმირ ჟირინოვსკი რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე...

გამოკითხვა

2018 წელს ხელისუფლების საქმიანობას შევაფასებდი:

დადებითად - 33.3%
უარყოფითად - 50%
საშუალოდ - 16.7%
ხმების რაოდნობა: 6
ხმის მიცემა შეწყვეტილია !

ვალუტა

1
EUR
 - 
3.2855
0.0000
100
RUB
 - 
4.6066
0.0000
1
USD
 - 
2.9607
0.0000

გუშინ:

ჰიტები:428 უნიკალური:356

მიმდინარე:

ჰიტები:176 უნიკალური:152