კახა კალაძე: მინდა ვთხოვო ყველა სასულიერო პირს მრევლს აუხსნან, რომ ვირუსთან ბრძოლა არანაირად არ შეურაცხყოფს არავის რწმენას

თბილისის მერმა სასულიერო პირებს მიმართა და მრევლისთვის იმის ახსნა სთხოვა, რომ პროფესიონალების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება რწმენის შეურაცხყოფას არ ნიშნავს. ამის შესახებ თბილისის მერმა „პოსტ-ტვ-ს“ ეთერში განაცხდა.

>>>

ვაშაძე საგანგებოზე: ჯანმრთელობის პრობლემასთან ერთად შიმშილის პრობლემაც დადგა

"ახალი საქართველოს" ლიდერი მთავრობის მიერ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არასწორი გადაწყვეტილებაა. გიორგი ვაშაძე დარწმუნებულია, რომ ამას უარესი შედეგები მოჰყვება და საბოლოოდ ყველაფერი უარყოფითად აისახება ეკონომიკაზე.

>>>

მოვითხოვთ, ხელისუფლებამ თითოეულ ოჯახზე გასცეს 1000-ლარიანი დახმარება -ნათელაშვილი

შალვა ნათელაშვილი ხელისუფლებას სთხოვს, მოსახლეობას ფინანსურად დაეხმაროს და ყველა ოჯახზე გასცეს ათასლარიანი დახმარება. მისივე თქმით, აუცილებელია კომუნალური გადასახადებისგან ადამიანების გათავისუფლება.

>>>

ხუნდაძე :"კორონა ხიფათს წარმოადგენს, მიუხედავად რელიგიური მრწამსისა, ამიტომ წესი ვრცელდება ყველაზე"

ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიური ვითარება განიხილეს სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის კანცელარიაში გაიმართა. შეხვედრას სამედიცინო სფეროსა და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

>>>

"სამღვდელოება სახლში მოვა და იქ გაზიარებენ"-მეუფე გრიგოლი

"სამღვდელოება სახლში მოვლენ და იქ გაზიარებენ".ამის შესახებ მრევლს ხობისა და ფოთის მიტროპოლიტმა მეუფე

გრიგოლმა საკვირაო წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

>>>

სახლი მოსაწყენი არაა, მითუმეტეს, რომელშიც დიდი ხანია ცხოვრობთ და სავსეა მოგონებებით - ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

“უსაყვარლესებო, გარდა იმისა, რომ სტრესი იმუნიტეტის მტერია, გახანგრძლივებული კოლექტიური ტრავმა აძლიერებს შფოთვით აშლილობებს, აძლიერებს ჰიპოქონდრიასაც, – მიუხედავად თვითიზოლაციის ყველა წესის დაცვისა, შეიძლება ბევრს მოეჩვენოს, რომ ახველებს, უშრება და სტკივა ყელი, ემოციურ ფონზე სიცხემაც კი შეიძლება დაიწყოს აწევა… კარგად გავერკვეთ, რა სიმპტომი ახასიათებს კორონას და ნებისმიერ დახველებაზე არ ვინერვიულოთ.

>>>

რუსეთის პატრიარქი: ზოგჯერ მავნე ხალხი, ვინც თავის თავს მორწმუნეს უწოდებს, აცხადებს: - სად არის თქვენა რწმენა, თუ ინფექციის გვეშინია

მორწმუნეები არ უნდა აჰყვნენ რწმენაზე დაყრდნობით კორონავირუსის პროფილაქტიკის ზომების უგულებელყოფის მოწოდებებს, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პატრიარქმა კირილმა საკვირაო წირვაზე ქადაგებისას განაცხადა.

>>>

ამირან გამყრელიძემ და პაატა იმნაძემ ჟურნალისტებს მოუწოდეს, რესპონდენტების ჩაწერის დისტანციურ წესზე გადავიდნენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს მოუწოდა, რესპონდენტების ჩაწერის დისტანციურ წესზე გადავიდნენ.

>>>

მეც არ მაქვს პირბადე, პრიორიტეტულები 70 წელს გადაცილებულები იქნებიან — ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, დეფიციტის გამო, ეროვნული წარმოების სამედიცინო ნიღბები დაურიგდებათ პირველ რიგში მათ, ვინც "ფრონტის წინა ხაზზე" დგას. მინისტრი განმარტავს, რომ პრიორიტეტულები 70 წელს გადაცილებული პენსიონერები იქნებიან.

>>>

მივყვეთ რეკომენდაციებს და დარწმუნებული იყავით, ჩვენ ამ გამოწვევას გავუმკლავდებით - ამირან გამყრელიძე

“სახლებში ორ-სამ ადამიანზე მეტი არ დავპატიჟოთ, არ გადავიხადოთ დიდი დღესასწაულები, მივყვეთ რეკომენდაციებს და მაშინ, დარწმუნებული იყავით, ჩვენ ამ გამოწვევას გავუმკლავდებით”- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?