
იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რიცხვი მეორე დღეა იკლებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 601 ადამიანი გარდაიცვალა და 4 786 დაინფიცირდა. ჯამში იტალიაში გარდაცვლილთა რაოდენობა 6 077-ია ხოლო ინფიცირებულის ჯამური რაოდენობა 63 927.
იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინია გამოცხადებული. შეზღუდულია გადაადგილება და გაუქმებულია მასობრივი ღონისძიებები.