ესპანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსს 339 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა ტელეკომპანია „ენბისის“ კორესპონდენტს პიტერ ალექსანდერს, არაკეთილსინდისიერი და საშინელი რეპორტიორი უწოდა.
ბოლო 24 საათში გერმანიაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 1 948-ით გაიზარდა. ვირუსის დაწყებიდან, დღემდე ქვეყანაში 18 610 ადამიანია ინფიცირებული. დაღუპულია 55 ადამიანი.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევიდან ერთ-ერთი მარნეულის საავადმყოფოში დადასტურდა. მისივე ცნობით, ამ პაციენტის პასუხი დღეს, 22 მარტს გამთენიისას გახდა ცნობილი ლუგარის ცენტრში, ხოლო დაავადებათა კონტროლის ცენტრის ჯგუფი ატარებს ჩაღრმავებულ ეპიდკვლევას, კონტაქტების გამოსავლენად.
რუმინეთში „კოვიდ19“-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
რეალურად ეს არის შეიძლება მესამე მსოფლიო ომი, ოღონდ ჩვენ ვერ ვხედავთ ამ მტერს. მტერი არის უხილავი. ფრონტის ხაზი გადის იტალიაში, ევროპის ქვეყნებში,- ამის შესახებ იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
კორპუსების აივნებზე გამოფენილი ბანერები წარწერით “#ჩვენ დავრჩით სახლში” გამოჩნდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია ისე ვითარდება, როგორც სპეციალისტები პროგნოზირებდნენ.
"მინდა შეგახსენოთ, რომ სახლში უნდა გქონდეთ ნაკურთხი წყალი. ყოველდღე უნდა ისხუროთ თქვენ, თქვენს შვილებს,
ოჯახს, სახლს, კარ-მიდამოს და ბოროტი სული ვერ მოგეახლებათ. თქვენ ბრძანდებით და ჩვენ ვართ რჩეული ღვთისა."
თქვენ გეუბნებიან, რომ შორიშორს დადექითო, ეს არის საშუალება, რომელიც მოგვცა უფალმა, მთავარია, ჩვენ დავეხმაროთ ერთმანეთს ამ რთულ გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.