უმძიმესი სანახავია კუბოებით დატვირთული სამხედრო მანქანების კოლონა-ამბობს რობერტო მანჩინი.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში მყოფ რვა პაციენტთან დაკავშირებით კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის პასუხი უარყოფითია.
COVID 19-ის ბოლო შემთხვევის 86 კონტაქტი ვიცით, მაგრამ კიდევ მეტია – ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია “პირველთან” საუბარში აღნიშნა.
რუსეთში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ხოლო დაავადებულთა რიცხვი 367-მდე გაიზარდა.
ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 1 720-მდე გაიზარდა, აქედან, მხოლოდ ბოლო 24 საათში 394 ადამიანი გარდაიცვალა.
ურნალისტი ვახო სააია სოციალურ ქსელში სამების ტაძარში ცატარებულ წირვა-ლოცვას ეხმაურება და არანაირი
სიფრთხილის ზომები დაცული არ იყო:
“ეკლესიის ამოცანაა ჩვენს სულიერ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მაგრამ მათ უნდა გაითვალისწინონ რომ ჯანდაცვის სექტორის ამოცანა მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვაა”,-ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაზე სინოდის გადაწყვეტილებას ზიარების წესთან დაკავშირებით.
მარნეულში კორონავირუსით ინფიცირებული ქალის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა, ის თბილისში, სამედიცინო სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოჰყავთ.
ვის რა გარანტია აქვს რომ არაფერი დაემართება? სამების ტაძარს ხანძარიც კი გაუჩნდა. დაზღვეული თვითონ ტაძარიც
არ არის ფიზიკური განადგურებისგან - ეს განცხადება ცოტა ხნის წინ ტვ პირველის ეთერში მამა ანდრი სალიამ გააკეთა.
"რა თქმა უნდა, უიმედობის განცდა არ შეიძლება და არც იმის თქმა , რომ ღმერთი ვერ დაგვეხმარება, მაგრამ
მე მიკვირს თუ როგორ საუბრობს ზოგიერთი მღვდელი და მოუწოდებს საზოგადმოებას, რომ მოდით ეკლესიაში
და არაფერი დაგემართებათო"-განაცხადა მან.
საფრანგეთში კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა.