ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია “ფორმულა”-სთან ინტერვიუში განაცხადა.
პატრიარქმა ეკლესიების წინამძღვრებს სამი რეკომენდაცია მისცა.პატრიარქის კურთხევაა, რომ კომენდანტის საათის გათვალისწინებით, ხვალიდან ლოცვები დაიწყოს შუადღის 4 საათზე, ხოლო ყოველ დღე ეკლესია დაიკეტოს საღამოს 8 საათისთვის.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, დედაქალაქის ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით ირეცხება. მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო.
ჩინეთში 4 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა.ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 148-მდე გაიზარდა, აქედან 27 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
148 ინფიცირებული არ არის დიდი ციფრი. თუ ჩვენ ასე გავაგრძელებთ ზომიერი და კონტროლირებადი ციფრებით, ალბათ შევძლებთ რომ ეს დიდი პრობლემა გადავლახოთ დიდი დანაკლისების გარეშე. როცა შიდა გადაცემა გვაქვს, დღეში თუნდაც 18-20 ახალი შემთხვევა ტრაგედია არ არის- ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა განუცხადა.
ინფორმაცია imediniws-ს ქვემო ქართლის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ბეგაშვილმა დაუდასტურა.
მსოფლიოში კორონავირუსით 1 მილიონი ადამიანია ინფიცირებული, აქედანნ 210,000-ზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 51,000-ზე მეტი შემთხვევა ფატალურად დასრულდა, ინფორმაციას ამის შესახებ worldometers ავრცელებს.
საქართველოში კორონავირუსი 134 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 26 უკვე გამოჯანმრთელდა.
უახლოეს დღეებში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები გაიზრდება, მაგრამ ეს იქნება ბევრად ნაკლები, ვიდრე ევროპის სხვა ქვვეყნებში- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.