ნათია თურნავას თქმით, შემდეგი ეტაპი უმუშევრად დარჩენილი ადამიანების დახმარება იქნება. ამის შესახებ მინისტრმა "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა.
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძის განცხადებით, ქვეყნაში კორონავირუსის შემთხვევბის მატების ტემპი რომ კონტროლირებადი იყოს და დღეში ასეულობით შემთხვევაში არ გადაიზარდოს, ერთადერთი გზა სოციალური დისტანცირებაა.
ჩვენი ანტიკრიზისული ეკონომიკური პაკეტი მიმართულია 2 ობიექტისკენ: დაზარალებული ბიზნეს სექტორები და იცით რამდენად ტევადი ღონისძიებებია შეთავაზებული - დაწყებული გადასახადების გადავადებით და პროცენტის სუბსიდირებით დასრულებული და მეორე და მთავარი ობიექტი ჩვენი დახმარების არის მოსახლეობა, ვინც, მიუხედავად ყველა ჩვენი მცდელობისა, ალბათ დაკარგავს სამსახურს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კეტი პერი თვითიზოლაციაშ იმყოფება, ის საკუთარი ბრენდისთვის პოზირებს და ფოტოებს ინსტაგრამ გვერდზე გვიზიარებს.
შეშფოთების საფუძველი რომ არსებობდა, იმიტომ გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
პაციენტები, რომლებსაც აქვთ დაავადების მსუბუქი მიმდინარეობა, მკურნალობას სახლში გავივლიან. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
ვირუსი რუსთავში მცხოვრებ 70 წლამდე ქალს დაუდგინდა, რომელიც თავის სახლში თვითიზოლაციაში
იმყოფებოდა.
ინგოროყვას კლინიკის თანამშრომლის ტესტის პასუხი კორონავირუსზე დღის ბოლომდე გახდება ცნობილი. ტესტი მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ერთ-ერთ პაციენტს, რომელიც ამავე კლინიკაში პირად ექიმთან იყო მისული,კორონავირუსი დაუდასტურდა.
იტალიაში კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა ოფიციალურ მონაცემებზე გაცილებით მაღალია-წერს გამოცემა
Wall Street Journal