გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, საზოგადოება კორონავირუსთან ერთად თანაცხოვრება უნდა შეეგუოს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, რეგიონის დიდ ქალაქებში, ზუგდიდში, სენაკსა და ფოთში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სასაფლაოები დაიხურება.
რუსული მედიის ინფორმაციით, კრასნოიარსკში დააკავეს მოზარდი, რომელიც სკოლაზე თავდასხმას გეგმავდა. ინფორმაციას რუსეთის სპეცსამსახური ავრცელებს.
რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, როცა მოქალაქეებმა კორონავირუსთან საბრძოლველად მდუღარე წყალი დალიეს და ამით დამწვრობა მიიღეს, - ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.
"იტალია არ იქნება" - ასე გამოეხმაურა ჭყონდიდის ეპარქიის მმართველი, ეპისკოპოსი გრიგოლ კაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში, შესაძლოა, იტალიის მაგალითი განმეორდეს.
იერუსალიმში დიდებით შესვლიდან მეოთხე დღეს იესომ თავისი თორმეტი მოწაფე შეკრიბა და საბოლოოდ დამოძღვრა: "ნუ იქნება თქვენ შორის ცილობა, ვინ უფრო დიდია, არამედ უდიდესი იყოს, როგორც უმცირესი და წინამძღვარი, როგორც მსახური... მე ვარ თქვენ შორის, როგორც მსახური, თქვენ კი ხართ ჩემს განსაცდელში - ჩემს გვერდით მყოფნი" (ლუკა 22,24-30). და რადგან უწყოდა, რომ მოიწია ჟამი, რათა განვიდეს ამიერ სოფლით, აღუთქვა მათ სასუფეველი ღვთისა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 16 მედიკოსი.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 8 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, მათგან სამი სამედიცინო პერსონალის თანამშრომელია, - ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ჯამში, რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 50 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 8 გამოჯანმრთელებულია, ხოლო ერთი - გარდაცვლილი.
ჟურნალისტი დავით აქუბარდია ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების გამო აკრიტიკებს.
მივესალმებით მამაც ჟურნალისტებს, ფოტოგრაფებსა და ოპერატორებს, რომლებიც დაუღალავად შრომობენ, რათა საზოგადოებას სწორი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდონ, - ამის შესახებ საქართველოს ამერიკის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.