
ბრიტანეთში ლუტონის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში ორსული მედდა გარდაიცვალა. მარი აგიევა აგიაპონგი 5 წლის განმავლობაში სწორედ ამ ჰოსპიტალში მუშაობდა.
სამედიცინო დაწესებულების სპიკერის თქმით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ახალგაზრდა ქალს კორონავირუსი 7 აპრილს დაუდგინდა და მისი მდგომარეობა რამდენიმე დღეში კრიტიკულად დამძიმდა- მას ორმხრივი პნეუმონია აღენიშნებოდა, რამაც დაავადების გართულება გამოიწვია. მისი მეუღლე ამ დროისთვის იზოლაციაში იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსით დაინფიცირების 104 148 შემთხვევა აღინიშნება, რომელთაგან 13 729 ფატალური აღმოჩნდა.