თბილისში ელექტროსკუტერების გაზიარების პირველი სერვისი ამოქმედდა (ფოტო)

Image

თბილისში დღეიდან, ელექტროსკუტერების გაზიარების პირველი სერვისი ამოქმედდა. საპილოტე პროექტის პრეზენტაციას, რომელიც ქართულ სტარტაპს ეკუთვნის, დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო.

3.jpeg

კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია, დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. მისივე თქმით, ელექტროსკუტერების ახალი პროექტიც, სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

 

„თქვენ იცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობა, ძალიან ბევრი მიმართულებით ვმუშაობთ, რათა მდგომარეობა გამოსწორდეს. ამისთვის სხვადასხვა სიახლეებს ვთავაზობთ თბილისის მოსახლეობასა და  ჩამოსულ სტუმრებს. თქვენ იცით, რომ ჩვენ დაწყებული გვაქვს ავტობუსების პარკის განახლება, მომავალში ასევე მიკროავტობუსები, რომლებიც მძიმე მდგომარეობაშია მთლიანად ჩანაცვლდება. დღეს შემოვიტანეთ უკვე ახალი პროექტი, ეს არის ელექტროსკუტერები. მინდა მადლობა გადავუხადო „აჭარა ჯგუფს“ თანამშრომლობისთვის, მათი თანადგომითა და მხარდაჭერით მოხდა ამ პროექტის განხორციელება. ქალაქში გამოყოფილია სპეციალური ადგილები, სადაც აღნიშნული ელექტროსკუტერები განთავსდება და ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ექნება გადმოწერილი აპლიკაცია ძალიან მარტივად ექნება შესაძლებლობა ისარგებლოს ამ სერვისით. ეს არის კომპანია Bird  , რომელიც ამერიკული სტარტაპია  და მსოფლიოს 120-ზე მეტ ქვეყანაში ფუნქციონირებს.  ძალიან წარმატებული მიმართულებაა და განსაკუთრებით პოპულარულია ახალგაზრდებში და თბილისიც, რა თქმა უნდა, არ ჩამორჩება განვითარებად ქალაქებს.“,- განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

2.jpg

პროექტი თბილისის მერიის მხარდაჭერით, კომპანია „სქროლმა“ ამერიკულ კომპანია Bird-თან თანამშრომლობით შეიმუშავა. პროექტის მიზანი არსებულ ვითარებაში სატრანსპორტო ალტერნატივის შემუშავებაა, რომელიც ურბანული მობილობის სირთულეებს მოაგვარებს და საქართველოს დიდ ქალაქებში ეკოლოგიურ მდგომარეობას გამოასწორებს.

 

ეკომეგობრული ტრანსპორტით სარგებლობისთვის შექმნილია სპეციალური აპლიკაცია (BIRD) და ვებგვერდი (www.scroll.eco), სადაც სკუტერის გამოყენების წესები და გადაადგილებისთვის აუცილებელი დეტალებია აღწერილი. ელექტროსკუტერით პირველი მგზავრობისას ათი წუთი უფასოა, რომლის გააქტიურებასაც მომხმარებელი სპეციალური პრომო კოდის საშუალებით შეძლებს.

 

ელექტროსკუტერები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და Bird-ის მიერ გაცემული რეკომენდაციების სრული დაცვით, სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით დღეში რამდენჯერმე დამუშავდება. ხელთათმანისა და სადეზინფექციო ხსნარის გამოყენება ასევე, აუცილებელია მომხმარებლისთვისაც.  

 

4.jpeg

ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალების გაზიარების სერვისი მსოფლიოს უკვე 120-ზე მეტ ქალაქშია ხელმისაწვდომი.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !