
მთელი მსოფლიო აღიარებს იმას, რომ ჩვენ ვართ წარმატებული ქვეყანა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად რეგულაციების შემსუბუქებისა, საზოგადოებამ ყველა რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინოს.
„მთელი მსოფლიო აღიარებს იმას, რომ ჩვენ ვართ წარმატებული ქვეყანა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. მიუხედავად იმისა, რომ ეტაპობრივად ყველაფერი იწყებს მუშაობას, მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ძალიან ფრთხილად და შევინარჩუნოს ის მოწოდებები, რაც არის პირბადეებთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კალაძემ.