სამართალდამცველებმა „ქელფეთა“ დააკავეს

„ბათუმელების“ ცნობით, სამართალდამცველებმა დააკავეს ასლან აბაშიძის დაცვის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ხალვაში, იგივე „ქელფეთა“, რომელიც ადამიანთა გატაცებებსა და 2004 წელს ბათუმის აქციების დარბევის ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი. 

>>>

თავდასხმა ოდესის სახალხო საგუშაგოზე: უკრაინის ერთიანობის ხუთი მომხრე დაიჭრა

გვიან ღამით თავდასხმა მოხდა ოდესის შესასვლელში მდებარე ბლოკპოსტზე, სადაც ღამეს უკრაინის ერთიანობის მომხრე ოდესელები ათევდნენ, დაჭრილია ხუთი ადამიანი.

>>>

ტურჩინოვი ისევ რუსეთს ადანაშაულებს

უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ტურჩინოვი აცხადებს, რომ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკრაინის შიდა საქმეებში ჩარევა და გაიყვანოს საკუთარი ჯარები ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვრიდან. ტურჩინოვმა რუსეთი ტერორისტების მხარდაჭერაში დაადანაშაულა, რომლებიც ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში მოქმედებენ.

>>>

ირაკლი ღარიბაშვილი „პანორამა თბილისთან“ დაკავშირებით კომენტარს აკეთებს

საქართველოს პრემირმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „პანორამა თბილისთან“ დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. პრემიერის განცხადებით „ხელისუფლება ორი თვე მოითმენს და შემდეგ გააკეთებს იმას რაც თბილისისთვის არის საჭირო“:

>>>

ევროკავშირი უკრაინაში ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარებას მხარს უჭერს

ევროკავშირი უკრაინაში ანტიტერორისტულ ოპერაციას მხარს უჭერს და აღიარებს კიევის უფლებას, ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად ძალისმიერი ზომები გამოიყენოს.

>>>

უკრაინის ხელისუფლებამ ანტიტერორისტული ოპერაცია დროებით შეაჩერა

უკრაინის საზღვართან რუსული ძალების მობილიზების გამო ხელისუფლებამ ანტიტერორისტული ოპერაცია დროებით შეაჩერა. სადაზვერვო სამსახური აცხადებს, რომ რუსეთის შეჭრის საფრთხე გაიზარდა.

>>>

დათა ახალაია საბერძნეთში მაშინ დააკავეს, როდესაც ოთარ ურუშაძის სახელით იტალიაში გადასვლას ცდილობდა

ამის შესახებ "ქრონიკას" დავით ახალაიას ბერძენი ადვოკატის , ალექსანდროს პაპასტერიოპულოსის განცხადებით დათა ახალაია საბერძნეთში მაშინ დააკავეს, როდესაც ოთარ ურუშაძის სახელით იტალიაში გადასვლას ცდილობდა.

>>>

ირაკლი კაკაბაძესა და „რუსთავი 2“-ის ოპერატორს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ირაკლი კაკაბაძესა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ოპერატორს შორის ინციდენტი მოხდა. კაკაბაძის პრესკონფერენციის დაწყებამდე ინციდენტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

>>>

შსს-ში აცხადებენ, რომ პრემიერმინისტრის სახლთან ყოველთვის მობილიზებულია შესაბამისი უწყებები

შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ნინო გიორგობიანს მიაჩნია, რომ გოგა ხაჩიძის ექსპერიმენტი არასერიოზულია.

>>>

ოკუპანტებმა წებელდასა და ნაგვალოუში ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლება დაიწყეს

ოკუპირებულ აფხაზეთში, სოფელ ნაგვალოუსა და სოფელ წებელდაში მდებარე პოლიგონებზე, სადაც რუსეთის საოკუპაციო სამხედრო ნაწილებია თავმოყრილი, რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის ნაწილების სამხედრო-ტაქტიკური სწავლება დაიწყო.

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?