საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე სამხედროებს ავღანეთში მყოფი ქართული კონტინგენტის პირადი შემადგენლობის სახელით მიულოცეს.
შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ეს დღე საქართველოს უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, პოლკოვნიკმა მამუკა შიუკაშვილმა მიულოცა.