
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა-დისკუსია გაიმართა. ინფორმაციას smo.ge ავრცელებს.
მოზარდები პროკურორების მუშაობის სპეციფიკას და ერთ სამუშაო დღეს გაეცნენ. ზუგდიდის რაიონულმა პროკურორმა ლევან სალიამ მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ პროექტის ფარგლებში სამომავლოდ დაგეგმილია სხვადასხვა საგანმანათლებლო, საქველმოქმედო და სპორტული ღონისძიებები.
საოლქო პროკურორის ოთახში მოზარდებმა რეგიონის პროკურორებს სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული სიმღერაც მიუძღვნეს.
smo.ge-ს მიხედვით, smo.ge-ს ვიდეომასალა