
იაშვილის სახელობის კლინიკის ეზოში ექიმზე თავდასხმის გახმაურებული ფაქტი მანქანების სადგომთან დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ გადაიღო.
თავდასხმაში ეჭვმიტანილი იაშვილის სახელობის კლინიკაში გარდაცვლილი წლინახევრის ბავშვის, დავით ვეფხვაძის ბაბუა იყო, რომელიც ექიმ პაატა გვეტაძეს ბავშვის გარდაცვალებაში ადანაშაულებს.
გარდაცვლილი ბავშვის ახლობლები არ ეთანხმებიან ექიმების განცხადებას იმის შესახებ, თითქოს ბავშვს თანდაყოლილი პათოლოგიური დაავადება ჰქონდა. მათ დღეს აქციაც გამართეს, სადაც ექიმებთან სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა.
პაატა გვეტაძეს მრავლობითი ჭრილობები სახის მიდამოში და ტვინის შერყევა აღენიშნება.