მოსკოვის საპატრიაქროს საქმეთა მმართველი, მიტროპოლიტი დიონისე კორონავირუსით დაინფიცირდა. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ პატრიარქ კირილის დაქვემდებარებულ სამუშაო ჯგუფზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ევროპული საქართველოს” წევრის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის დროს კარანტინის წესების დარღვევისთვის ასეთი მკაცრი სიხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღება დაუსაბუთებელია.
BBC-ის რადიო პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს წარმატებით დაინტერესდა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითიდან ორ პირს ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანენ. როგორც ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა თემურ ნადირაძემ განაცხადა, ამ პაციენტებს კორონავირუსი მსუბუქი ფორმით აქვთ და ისინი ამ დრომდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.
რუსეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 5849 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ქვეყანაში დაფიქსირებულ პაციენტთა რაოდენობა 68622-მდე გაიზარდა. ამავე პერიოდში რუსეთში კორონავირუსით 60 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვმა 615-ს მიაღწია.
უკრაინა საუკეთესო ადგილი უნდა გახდეს ბიზნესის კეთების თვალსაზრისით, უკრაინელი ხალხი ქვეყნიდან არ უნდა მიდიოდეს სამსახურის საძებნელად, - ამის შესახებ ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ ტელეარხთან საუბარში განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართული ბრიფინგის დროს CNN-სა და Washington Post-ს ყალბი ახალი ამბების გავრცელებაში დასდო ბრალი. ტრამპმა CNN-ის ჟურნალისტს ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის შესახებ კითხვის დასმის საშუალება არ მისცა და განუცხადა, რომ ისინი სიმართლეს არ წერენ და CNN ყალბ ახალ ამბებს ავრცელებს.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, რეანიმაციულ განყოფილებაში 8 პაციენტი იმყოფება, რომელთაგან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. რაც შეეხება ახალ შემთხვევებს, როგორც რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკაში 2 ახალი პაციენტია და მათ სიმპტომური მკურნალობა უტარდებათ.
კარანტინში მყოფ ადამიანებს D ვიტამინის მიღებისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ Independent-ი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანინ მაიკ პომპეო აცხადებს, რომ აშშ-მ, შესაძლოა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დაფინანსება აღარ აღუდგინოს.