არავითარი დამატებითი უფლებამოსილება მე არ მჭირდება, მაქვს შესაბამისი უფლებამოსილება, რომ ამ ხელშეკრულებაზე მოვაწერო ხელი , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილების შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
3.500 ლარი გაიტანა თავდამსხმელმა თბილისში, თემქის დასახლების მე-4 მიკრორაიონში, "ლიბერთი ბანკის" ფილიალიდან. თავდამსხმელი ნიღბით იყო და თან ავტომატი ჰქონდა.
"რა მოხდა კონკრეტულად, არ ვიცი, იქნებ, დედა შეაგინა ჭიაბერაშვილმა...", - ასე გამოეხმაურა "ლიტერატურულ კაფეში" დეპუტატ ზურაბ ჭიაბერაშვილზე მომხდარ თავდასხმას პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე "პირველ რადიოსთან" საუბრისას.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე ყოფილ პრემიერმინისტრს "ფეისბუქით" მიმართავს და პირობას აძლევს, რომ რაც ხდება, "გაგებით მოეკიდება".
ლუაგნსკის ოლქში, ნოვოაიდარში მოქალაქემ მობილურით გადაიღო სიტუაცია, რომელიც ქალაქის ქუჩებშია მას შემდეგ, რაც ტერორისტებმა უმიზეზოდ გაუხსნეს ცეცხლი გზაზე მოძრავ მანქანებს.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი თინათინ ბოკუჩავა "ლიტერატურულ კაფეში" ზურაბ ჭიაბერაშვილზე თავდასხმას ეხმიანება და "ფფეისბუქის" მეშვეობით საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს.
საქართველოს მთავარი პროკურორის განცხადებით, პროკურატურა დაკარგულ მოსასმენ აპარატურასთან დაკავსირებით განცხადებას 30 მაისს გააკეთებს.
სოციალურ ქსელში თავდასხმის დროს დაზარალებული ზურაბ ჭიაბერაშვილის პირველი ფოტო ვრცელდება. მას თავი აქვს გატეხილი. თავდასხმა "ლიტერატურულ კაფეში" მოხდა.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე ზურაბ ჭიაბერაშვილსა და ნოდარ ლადარიაზე თავდასხმის შესახებ "ფეისბუქზე" ინფორმაციას ავრცელებს.
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ე.წ. სპირტის საქმეზე" სასამართლომ გაამართლა.