
არავითარი დამატებითი უფლებამოსილება მე არ მჭირდება, მაქვს შესაბამისი უფლებამოსილება, რომ ამ ხელშეკრულებაზე მოვაწერო ხელი , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილების შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
"ეს თქვენი ინტერპრეტაციაა, თქვენ აბუქებთ ახლა, ყველაზე მეტად სკანდალი გაინტერესებთ. არაფერი არ ხდება რეალურად. არავითარი კონტრასიგნაცია მე არ მჭირდება, არავითარი დამატებითი უფლება მე არ მჭირდება.
კონსტიტუციაში რაც წერია, ჩვენ იმას ვაკეთებთ. არავითარი დამატებითი უფლებამოსილება მე არ მჭირდება, მე მაქვს შესაბამისი უფლებამოსილება, რომ ამ ხელშეკრულებაზე მე მოვაწერო ხელი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლებამოსილება პრემიერ-მინისტრს გადასცა.