აჭარის პროკურატურის პროკურორების დაჯილდოების შემდეგ საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსმა თემურ დოლიძემ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა, ხოლო როცა კონკრეტული საქმეების გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ჰკითხეს, განაცხადა, რომ კითხვები უმისამართოა, რადგან ჟურნალისტები მათ კოლეგებს უსვამენ.
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია ეხმიანება აფხაზეთში შექმნილ მდგომარეობას და წერს, რომ იქ ყირიმის სცენარის გათამაშება ჭაობში რუსეთის ჩაფლობას გამოიწვევს, ხოლო სეპარატისტებისთვის - გამანადგურებელი აღმოჩნდება.
ქართველი ჟურნალისტის კრიტიკულ მდგომარეობაში ჩავარდნის გამო უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილმა თვითმფრინავმა, რომელიც რეისს კიევიდან-თბილისის მიმართულებით ასრულებდა, საგანგებო დაშვება როსტოვის აეროპორტში განახორციელა.
საბერძენეთის სასამართლომ დათა ახალაია გაათავისუფლა ამის შესახებ ინფორმაციას ანი ნადარეიშვილი ავრცელებს.
რამდენიმე ქვეყნის დიპლომატმა დაგმო უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში პრორუსული ბოევიკების მოქმედებები. ეს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე მოხდა, რომელიც ნიუ-ორკში დასრულდა-წერს რადიო თავისუფლება.
აფხაზეთის ოპოზიციის უკმაყოფილების მიზეზი ეკონომიკური მდგომარეობაა, მაგრამ მთავარი მაინც აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველების მიმართ პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბის ლიბერალური დამოკიდებულება იყო. – ამის შესახებ ფილადელფიის საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის ექსპერტმა, მაიკლ ჩეჩირემ "ბი-ბი-სი“-სთან" საუბრისას განაცხადა.
გუშინ გარდაბანში ბოლო 11 წლის მანძილზე პირველად მოხდა დაპირისპირება ეთნიკურ ნიადაგზე. რეფორმატორთა კლუბი მოუწოდებს ხელისუფლებას მკაცრად და დროულად მოახდინოს რეაგირება ამ საზარელ ფაქტზე.
ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე, 40 წლამდე მამაკაცს რამდენიმე პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა,-ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.
თუკი რუსეთი შეწყვიტავს ტერორისტების დაფინანსებას, მაშინ უკრაინის ხელისუფლება ერთი კვირის განმავლობაში მოაგვარებს სიტუაციას აღმოსავლეთ უკრაინაში.
ღამის საათებში ინციდენტი მოხდა გარდაბანში, სადაც ერთმანეთს ადგილობრივი ქართველი და აზერბაიჯანელი მოსახლეობის ნაწილი დაუპირისპირდა. ხელჩართულ ჩხუბში ორასამდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. ვითარების განმუხტვა სპეცრაზმის ადგილზე მისვლის შემდეგ მოხერხდა.