ქართველმა ბაიკერმა Ice Bucket Challenge ფლეშმობის ერთერთი ყველაზე ორიგინალური, ამავდროულად, ექსტრემალური ვარიანტი წარმოადგინა და გამოწვევა კოლეგებს, ქართველ ბაიკერებს გაუგზავნა.
მდინარე თერგმა, ვლადიკავკაზში ცხედარი გამორიყა, გარდაცვლილი სავარაუდოდ ის პირია, რომელიც დარიალის ხეობაში სტიქიის დროს დაკარგულად გამოცხადდა.
რესტორან "წისქვილთან" ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. ჭრილობა მას დანით მუცლის არეში აქვს მიყენებული,- ამის შესახებ ინფორმაციას ,,აქცენტი" ავრცელებს.
მონაზონი ლეონ გელოვანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ იმ საკითხის განხილვაში ჩაერთო, რომლის მიხედვითაც, ცალკეულ სასულიერო პირთა აზრით, დარიალის ხეობაში მეწყერი უფლის სასჯელი იყო, რომელიც კაზანტიპის ფესტივალის გამო საქართველოს მოევლინა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა Ice Bucket Challenge-ის გამოწვევა ინგა გრიგოლიასგან მიიღო და ვიდეო ფლეშმობით, რომელშიც დეპუტატმა ბავშვებიც ჩართო, "ფეისბუქზე" ატვირთა.
ვერძი
თუ ნერვებისა მოშლა და განწყობის გაფუჭება არ გსურთ, ნაკლები ყურადღება მიაქციეთ გარშემო მყოფთა რჩევასა და სიტყვებს. მოერიდეთ მათთან ურთიერთობას და უფრო მეტად, – კონფლიქტს.
„ანაკლიას თინა მახარაძე აკლია“, - ასეთი სტატუსი გამოაქვეყნა მსახიობმა სოციალურ ქსელში ფესტივალის გახსნის დღეს.
ბელგიური გამოცემა „hbvl.be“ წერს, რომ ადგილობრივი „გენკის“ ქართველი ლეგიონერი, თორნიკე ოქრიაშვილი, შაბათს ღამით პოლიციამ ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვისთვის დააკავა და მთელი ღამით პოლიციის განყოფილებაში დატოვა.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე პრემიერი კახა კალაძე მსოფლიო ნაკრებში გამოიძახეს. 26 სექტემბერს ალმათიში "ქაირათის" 60 წლისთავისადმი მიძღვნილი მატჩი გაიმართება, რომელშიც "ქაირათის" ვარსკვლავები მსოფლიოს ნაკრებს შეხვდებიან.
ქალი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უმცროსმა სერჟანტმა მალხაზ სინჯარაძემ შენიშნა, მტკვარში გადახტა და დახრჩობას გადაარჩინა.