NDI პოლიტიკურ რეიტინგებს მედიას სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ხვალ წარუდგენს.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 23 ივლისიდან 7 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე 3 338 პირი გამოიკითხა.
NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო აფინანსებს. ორგანიზაციამ ბოლო კვლევის შედეგების ნაწილი გუშინ გაასაჯაროვა.