თელავის საკრებულოს წევრი პოლიციელის თანდასწრებით სცემეს

Image

თელავის საკრებულოს წევრს ფიზიკური დაზიანება პოლიციელთა თანდასწრებით მიაყენეს, - ამის სესახებ „კახეთის საინფორმაციო ცენტრი“ იტყობინება. 26 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათზე, თელავში, ქალაქის ცენტრში „გაერთიანებული ოპოზიციიდან“ საკრებულოს წევრი ნიკა ვარდოშვილი ცემეს.

 

მას დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული. თვითმხილველების თქმით, ვარდოშვილს ფიზიკურად სასტუმრო „ძველი თელავის“ მენეჯერი შალვა სეფიშვილი გაუსწორდა. ნიკა ვარდოშვილი კი ამბობს, რომ ცემაში სასტუმროს მეპატრონე შოთა დემინაშვილიც მონაწილეობდა, შემთხვევის ადგილზე მყოფმა პოლიციის თანამშრომელმა კი დანაშაული არ აღკვეთა.

 

სასტუმრო „ძველი თელავის“ მესაკუთრე ბიზნესმენი შოთა დემინაშვილი ამბობს, რომ ნიკა ვარდოშვილი ნასვამი იყო, სასტუმროს თანამშრომლებს შეურაცხყოფა მიაყენა, აგინებდა და მისი კუთვნილი მანქანის დამტვრევას ცდილობდა. მისივე თქმით, ჩხუბიც ამას მოჰყვა. ნიკა ვარდოშვილი დემინაშვილის განცხადებას უარყოფს. მეგობრებმა ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ვარდოშვილს ტუჩი გახეთქილი აქვს, შუბლზე ნაკაწრები აღენიშნება, მუცლის არეში კი დალურჯებები. დაშავებულს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გამოკვლევები უტარდება. ამ დროისთის უცნობია ნიკა ვარდოშვილის ცემის ფაქტზე აღძრულია თუ არა სისხლის სამართლის საქმე. შეგახსენებთ, ნიკა ვარდოშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კახა კუკავა – ფიქრია ჩიხრაძის საარჩევნო ბლოკიდან მიიღო მონაწილეობა და პარტიული სიით საკრებულოს წევრი გახდა.

რედაქტორის რჩევით

საახალწლო ფილმების TOP 5 - ეული, რომლებიც სადღესასწაულო განწყობას შეგიქმნით

2021-12-15 17:30
დეკემბრის თვე დადგა და შესაბამისად ახალ წელს ვუახლოვდებით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საახალწლო...

რომელი ქართველი ვარსკვლავის შვილია გოგონა, რომელიც ჰოლივუდის მსახიობ - ენ ჰეთეუეის ძალიან ჰგავს

2021-12-06 13:43
ბოლო დროს, ტაბლოიდები აქტიურად ალაპარაკდნენ მომღერალ, ნინო ჩხეიძის ქალიშვილის - მარიამისა და...

"საქართველოს მოსახლეობის 60% უკვე კოვიდგადატანილია" - გიორგი ფხაკაძე საგანგაშო კვლევის შესახებ საუბრობს

2021-11-15 15:22
ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში საგანგაშო კვლევის შესახებ საუბრობს და...

"მოითხოვეთ პირდაპირი ეთერი" - ნანუკა ჟორჟოლიანი მმართველი პარტიის მხარდამჭერებს მიმართავს

2021-11-15 15:01
ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი მხარდაჭერას უცხადებს მიხეილ სააკაშვილს და სოციალურ ქსელშიც აქტიურად...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

helper DB function reports no errors

უნდა მოიხსნას თუ არა, პირბადის ტარების რეგულაცია საზოგადოებრივ ტრანსპორტში?

ხმების რაოდნობა:
ხმის მიცემა შეწყვეტილია !