არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის წევრებთან ერთად უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე დეპუტატებთან - გიორგი ვოლსკისთანირაკლი სესიაშვილთან და კობა კობალაძესთან ერთად, ვაკის პარკში იმყოფებოდა, სადაც უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკო. პარლამენტის წევრებმა მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს.

9 მაისს მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წელი გავიდა.

მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები საიუბილეო მედლით „ფაშიზმზე გამარჯვების 75 წელი“ ჯილდოვდებიან

მეორე მსოფლიო ომის ყველა მონაწილე ჯილდოვდება საიუბილეო მედლით - „ფაშიზმზე გამარჯვების 75 წელი“, - შესაბამისი განკარგულება საქართველოს მთავრობამ გამოსცა და მას ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. მედლის გადაცემას მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისთვის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური უზრუნველყოფს.

>>>

11 მაისამდე საქართველოში ზოგან ძლიერი ქარი, წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი

11 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.

>>>

ოთარ კახიძე - ელჩის გამოწვევა კონსულტაციებისთვის უკვე არის დიპლომატიური დემარში და ამ ჟესტმა უკვე დააზარალა ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობა

ელჩის გამოწვევა კონსულტაციებისთვის უკვე არის დიპლომატიური დემარში და ამ ჟესტმა უკვე დააზარალა ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობა, როგორც მინიმუმ, უხერხულობა შექმნა, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას უკრაინიდან ელჩის კონსულტაციებზე გამოწვევასთან დაკავშირებით.

>>>

სალომე ზურაბიშვილმა ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის მემორიალი ყვავილებით შეამკო

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის მემორიალი ყვავილებით შეამკო და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წლისთავთან და ევროკავშირის იდეის დაბადებიდან 70 წლისთავთან დაკავშირებით დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიმართვა გაავრცელა.

>>>

აჭარაში 10 დღეა კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

აჭარაში კორინავირუსის საეჭვო ნიშნით 351 ადამიანი გამოიკვლიეს. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, კვლევის შედეგად კორონავირუსი არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა.

>>>

რუსეთის თავდაცვის ძალებში კორონავირუსი 1576 სამხედროს დაუდასტურდა

რუსეთის თავდაცვის ძალებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1576-მდე გაიზარდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

>>>

ლევან რატიანი - რაც კორონავირუსთან ბრძოლა დავიწყეთ, ჩვენ, 154 დადასტურებული შემთხვევა მივიღეთ, აქედან 95 პაციენტი გავწერეთ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან დღეს, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ერთი პაციენტი გაეწერება, - აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განუცხადა. როგორც რატიანი განმარტავს, კორონავირუსით დაინიფიცირებული პაციენტები მათი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში აღარ იმყოფებიან.

>>>

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 3175-მდე გაიზარდა

სომხეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე, კორონავირუსის 146 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 3175-მდე გაიზარდა. ამასთან, ქვეყანაში ბოლო 24 საათში კიდევ ერთი პაციენტი დაიღუპა და გარდაცვლილთა რაოდენობამ 44-ს მიაღწია.

>>>

გია ვოლსკი - დიალოგი დიალოგისთვის ჩვენთვის ცოტა დამაზიანებელი იქნება - რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის წინაპირობა არ არსებობს

დიალოგი დიალოგისთვის ჩვენთვის ცოტა დამაზიანებელი იქნება. რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის წინაპირობა არ არსებობს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა კონსტანტინ კოსაჩევის განცხადებას საპარლამენტო დიალოგთან დაკავშირებით. ვოლსკის თქმით, რუსეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ოკუპაციას და შესაბამისად, მასთან დიალოგი შეკრების პირველივე დღეს დასრულდება.

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?