ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა

ოკუპირებულ ცხინვალში დღეს კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობამ 17-ს მიაღწია.

>>>

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ყინწვისის მონასტრის სასულიერო პირებს შორის დაპირისპირებაზე - ჯერ თავად ეპარქიაში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება - საპატრიარქო ამაზე ვერ იმსჯელებს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ყინწვისის მამათა მონასტრის სასულიერო პირებს შორის მომხდარი დაპირისპირებაზე რაიმე სახის გადაწყვეტილება თავად ეპარქიაში უნდა მიიღონ. ასე უპასუხა ანდრია ჯაღმაიძემ დასმულ კითხვას, მიიღო თუ არა საპატრიარქომ რაიმე გადაწყვეტილება ყინწვისის მამათა მონასტერში მომხდართან დაკავშირებით. ჯაღმაიძის განმარტებით, საპატრიარქო ამ საკითხში ვერ ჩაერევა.

>>>

გუდაურში მკვლელობის საქმეზე დაკავებულ მერაბ კობიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულებს 2000-2000-ლარიანი გირაო შეეფარდათ

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გუდაურში მკვლელობის საქმეზე დაკავებული მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ ექვსივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით 2000-2000-ლარიანი გირაო შეუფარდა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე პროკურატურამ თითოეული ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 2000-ლარიანი გირაოს გამოყენების, დაცვის მხარემ კი, 1000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა.

>>>

თენგიზ ცერცვაძე - ბოლო დღეები მიუთითებს იმაზე, რომ თუ რაღაც სისულელე არ ჩავიდინეთ, წესით არ უნდა იყოს მატება

ბოლო დღეები მიუთითებს იმაზე, რომ თუ რაღაც სისულელე არ ჩავიდინეთ, სადღაც თავყრილობა არ მოვაწყვეთ, სადავეები ხელიდან არ გაგვექცა და თუ გაგრძელდა მობილიზაციის და მოტივაციის ის ხარისხი, რაც ახლაა, წესით არ უნდა იყოს მატება, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

>>>

ლანჩხუთში, სოფელ ნიგვზიანში შუახნის მამაკაცი მოკლეს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში შუახნის მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მეზობლებს შორის კონფლიქტი მოხდა, ურთიერთშელაპარაკების შედეგად მამაკაცმა მეზობელი მოკლა, შემდეგ კი, თავი მოიკლა.

>>>

გიორგი ვაშაძე ექიმებს - დღემდე არ არის ცნობილი, თუ რა ეპიდუსაფრთხოების სტანდარტებით უნდა ვიმოქმედოთ ქვეყნის შიგნით

ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, დღემდე არ არის ცნობილი, თუ რა ეპიდუსაფრთხოების სტანდარტებით უნდა ვიმოქმედოთ ქვეყნის შიგნით,- ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ექიმებთან შეხვედრისას განაცხადა.

>>>

ვლადიმერ პუტინი - ჩვენ ვიცით და გვჯერა, რომ როცა ერთად ვართ, დაუმარცხებელი ვართ

ჩვენ ვიცით და გვჯერა, რომ როცა ერთად ვართ, დაუმარცხებელი ვართ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებასთან დაკავშირებით მემორიალთან განაცხადა, სადაც გარდაცვლილების ხსოვნას პატივი მიაგო.

>>>

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, პარლამენტის სახელით, ნობათი გადასცეს

9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს და ვეტერანებს სურსათ-პროდუქტები გადასცეს, - აღნიშნულის შესახებ „აფხაზეთის ხმას“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

>>>

რატი ანდრონიკაშვილი კარიერას აშშ-ში გააგრძელებს

საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში ნათამაშები 19 წლის რატი ანდრონიკაშვილი, რომელმაც მცირე ასაკის მიუხედავად, ეროვნული გუნდის მაისურის მორგება ოფიციალურ მატჩებში 7-ჯერ მოასწრო, ამერიკის სტუდენტური ლიგის ტოპ-გუნდმა აიყვანა. ბასკონიური პროექტის პროდუქტი ანდრონიკაშვილი, რომელმაც გასული სეზონი ბერძნულ "პანიონიოსში" დაიწყო და სუპერლიგურ "რუსთავში" დაასრულა, კარიერას ოკეანის გაღმა, კრეიტონის უნივერსიტეტის გუნდში გააგრძელებს.

>>>

ნინო ბურჯანაძე - თითქმის არ არის ოჯახი საქართველოში, რომელსაც მსხვერპლი არ ჰქონდეს გაღებული მეორე მსოფლიო ომში - ჩვენ ვალში ვართ იმ ადამიანების წინაშე

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ვეტერანებს დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75 წლისთავი მიულოცა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში სულ 370 ვეტერანია დარჩენილი, რომლებმაც ცხოვრების საუკეთესო წლები უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას შეალიეს.

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?